გალიანი : "კაკას გადაბირება უფრო მეტად გართულდა"
მილანის ვიცე პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კაკასთან მოლაპარაკებები დროთა განმავლობაში უფროდაუფრო რთულდება, რადგან მხარეები კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანმხდებიან...
"რაც დრო გადის, მოლაპარაკებები გეზს ჩიხისკენ იღებს, რადგან თითქმის ვერაფერზე ვახერხებთ შეთანხმებას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ "ბლანკოსთან" მართლაც მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც ესპანურ გიგანტთან და ვერც რიკისთან შეთანხმება არ ხდება, საქმეს ფინანსური დეტალები ართულებს."
"ჩვენი დიდი სურვილია კაკა კვლავ მილანის ფორმით ვიხილოთ, ამ შემთხვევაში გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, რადგან ბრაზილიელს ნამდვილად შეუძლია "როსონერის" პროგრესში მონაწილეობის მიღება, გარდა ამისა რიკი ძალიან უყვართ გულშემატკივრებს და მისი მოსვლის შემთხვევაში სტადიონზე გაცილებით მეტი ხალხი მოვა."
- 18 იანვარი 2013
- 3 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.