კაკა:"მზად ვარ ყველაფერი გავიღო "მილანში" დასაბრუნებლად"
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს რიკარდო კაკას, კლუბის დატოვება სურს.
"მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო მილანში დასაბრუნებლად. ჩემი მდგომარეობა "რეალში" არც თუ ისე კარგია."-ციტირებს კაკას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
ფეხბურთელის აგენტმა გაეტანო პაოლილიომ და ერნესტო ბრონცეტიმ, რომელმაც კაკას "რეალში" გადასვლაში მიიღო მონაწილეობა, უკვე გამართეს მოლაპარაკებები ადრიანო გალიანისთან.
ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" მზად იყო რიკარდო კაკა უსასყიდლოდ დაეთმო.
- 17 იანვარი 2013
- 2 616
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.