შედგება მადრიდულ-კატალონიური დუეტი?
ესპანური გამომცემლობა მარკა ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მადრიდულ-კატალონიური დუეტი ვიხილოთ ”მიუნხენის ბაიერნის” რიგებში.
როგორც მოგეხსენებათ ეს დღეები ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეპ გვარდიოლამ ”მიუნხენის ბაიერნთან” გააფორმა შეთანხმება. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ უკვე დაადასტურა და ცნობილი გახდა, რომ პეპი ”ბაიერნს” 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარებს და 2016 წლამდე უხელმძღვანელებს.
ინფორმაციის დადასტურების შემდეგ უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება გავრდიოლას დამხმარე ბუნდესლიგის გუნდში.
Sky-ს ჟურნალისტის სეგულ ჰოლგერის ნათქვამის მიხედვვით, ყველაზე გამორჩეული და მოსალოდნელი/მისაღები კანდიდატურა პეპის დამხმარის პოსტზე არის რაულ გონსალეს ბლანკო
გვარდიოლასა და რაულს კარგი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან, გარდა ამისა რაული იცნობს ბუნდესლიგას და კარგად ფლობს გერმანულ ენასაც. ეს ყველაფერი კი დიდ დახმარებას გაუწევს პეპს, იუწყება ჟურნალისტი.
ამასთანავე ცნობილია, რომ რაული ყატარში სწორედ პეპის რჩევის შემდეგ გადავიდა (პეპი ”ალ სადში” 2003-2005 წლებში თამაშობდა)
გურადიოლას წარმომადგენლები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას უარყოფენ.
- 17 იანვარი 2013
- 3 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.