ბუტრაგენიოს ინტერვიუ
ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშსა და შედეგზე ისაუბრა.
"გუნდმა აჩვენა თავისი სიძლიერე და ის, რომ გუნდი იმსახურებს გამარჯვებებს. ეს კარგი შედეგი იყო კარგი გუნდის წინააღმდეგ. მეორე ნახევარში რამოდენიმე კარგი შანსები გვქონდა და შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგება.”
”მათ შეეძლოთ გოლის გატანა, რაც უპირატესობას მისცემდა მეორე შეხვედრაში, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზი სოლიდურად გამოიყურებოდა და ამის საშუალება არ მისცა. გუნდმა მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ნახევარში შეგვეძლო სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მათი უკანა ხაზი და მეკარე ბრწყინვალედ თამაშობდნენ. ჩვენი მხრიდან საიმედოდ ითამაშა იკერ კასილასმა, რომელსაც არაფრით არ ჩამორჩა ”ვალენსიას” მხრიდან გუაიტა, მან რონალდუს ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია.”
ბუტრაგენიომ შეაქო ”ვალენსია” და ისაუბრა მეტოქეზე: ”მათ შესანიშნავი შანსი ქონდათ, როცა ტაბლოზე 0:0 ეწერა, მაგრამ ფეხბურთი ესეთია. როცა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შანსი გაქვს და ვერ იყენებ, ამას ყოველთვის ანალოგიური დასასრული მოსდევს. გუნდი ყველა ხაზში საერთო ჯამში კარგად გამოიყურებოდა და ქების ღირსია.” როცა იგუაინთან დაკავშირებით კითხეს, ”თეთრების” ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა: ”რა თქმა უნდა, ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. ეხლა მას სათამაშო დრო ესაჭიროება. თუ რომელიმე ფეხბურთელს ესაჭიროება დრო სათამაშოდ და ფორმის აღსადგენად, ეს უპირველეს ყოვლისა თავდამსხმელს, ვინაიდან ის იბრუნებს სისწრაფესა და გოლის ალღოს.”
- 15 იანვარი 2013
- 1 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.