აიტორ კარანკას პრესკონფერენცია
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე აიტორ კარანკა წარსდგა.
კარანკამ რამოდენიმე ფეხბურთელის სახელი დაასახელა. როცა ხედირაზე და ალონსოს პოზიციაზე კითხეს, მან განაცხადა: ”ისინი არიან ორი ფეხბურთელი, რომლებიც ერთად თამაშობენ რამოდენიმე ხანი და ბევრს მუშაობენ ამ პოზიციაზე და ერთადერთი გათვლა კეთდება იმ სათამაშო ფორმაზე , რომელშიც ისინი არიან და იმ თავდაჯერებულებაზე, რომლებიც მათ გააჩნიათ. სამი მისი ტრავმის შემდეგ შეუდარებელია. ისაა ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი ზეწოლის გაძლება შეუძლია , მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვიცით , რამდენს მუშაობს ის. კარგია, როცა უყურებ მის თამაშს, როგორ მოძრაობს, როგორ არჩევს პოზიციებს წინა ხაზზე, როგორ ჭრის ბურთს დაცვის ხაზში. ის ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.”
როცა კითხეს ისეთი ფეხბურთელების დაბრუნებაზე, როგორებიც არიან მარსელო და იგუაინი, მან განაცხადა: ”ორი საკმაოდ განსხვავებულ ტრავმასთან გვქონდა საქმე. ერთს ძვლების ტრავმა ქონდა, ხოლო მეორეს კი კუნთების, მაგრამ ორივე საკმაოდ სერიოზული იყო. დიდი დრო გაუცდა მარსელოს და ყველამ ნახა, რომ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერს დაკვირვებით უნდა მივუდგეთ.”
”თეთრების” მწვრთნელს კითხეს, იყო თუ არა მატჩების მოგება უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ვიდრე ის თამაში, რასაც გუნდი აჩვენებს, რაზეც მან უპასუხა: ”ყოველთვის გინდა, რომ კარგად ითამაშო და მოიგო. საკმაოდ რთული გასაგებია, როცა ხალხი ფიქრობს, რომ შენ გვერდზე გაქ გადადებული ლიგა და ფოკუსირებული ხარ თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ”
- 15 იანვარი 2013
- 1 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.