კასილასის ინტერვიუ
თამაშის შემდეგ იკერ კასილასი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
გოლკიპერმა ისაუბრა ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრების მოლოდინებზე სხვადასხვა ჩემპიონატებთან მიმართებაში: ”ჩვენ ურთულესი მეტოქე შეგვხვდა თასის კენჭისყრისას, ჯერ ”ვალენსიას” უნდა გავცდეთ, შემდეგ კი ნახევარფინალში ”ბარსელონას”-თან ან ”მალაგა”-სთან გველის დაპირისპირება. ეს ორი გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება. ლიგის მოგება ურთულესია, მაგრამ ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან და იმ მაისურისთვის, რომელსაც ვატარებთ, ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ამჟამად წინ ჩემპიონთა ლიგა და თასი გველის, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და უნდა ვიცოდეთ, თუ რაოდენ განსხვავებულია თითოეული ჩემპიონატი.” მარსელოს დაბრუნებაზე კაპიტანმა განაცხადა: ”მე ბედნიერი ვარ, რომ ის გუნდს დაუბრუნდა.”
კასილასმა შემდეგ გაანალიზა მისი გამოსვლა და ის კრიტიკა, რომელსაც გუნდი იღებს სატურნირო მდგომარეობის გამო: ”ჩემი საკითხი მე მეხება. ბევრი და თავდადებით უნდა ვიმუშაო და ბევრი რამე უნდა გავაკეთო. მოხარული ვარ შედეგით და ჩემი თამაშით. ასეთივე გახარებული და ბედნიერი ვიქნებოდი ადანი რომ გამოსულიყო სასტარტოში. ამჟამად ყველა კრიტიკაზე მაღლა უნდა დავდგეთ. ლიგაში, ”მადრიდის რეალად” ყოფნა ნიშნავს, რომ შენ გაგაკრიტიკებენ. გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული მატჩის მოსაგებად სამივე ჩემპიონატში.”
- 15 იანვარი 2013
- 1 956
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.