იოზილის მამა მადრიდის "რეალს" ხვდება
მესუთ იოზილის მამა და აგენტი, მუსტაფა იოზილი მადრიდის "რეალის" გენერალურ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩეზს სანტიაგო ბერნაბეუზე შეხვდა
ბატონი იოზილი მადრიდში მისი შვილის გამო ჩავიდა.
ეს იყო უბრალო შეხვედრა აგენტისა და კლუბისა. ამ დროისთვის ახალი შეთანხმება არ არის მაგრამ მესუთი ახლა ბედნიერია მადრიდში.
გერმანელი ნახევარმცველი შეთანხმდა 15 მილიონ ევროზე იგი კი მხოლოდ 5 მილიონ ევროს იღებს სეზონში.
იოზილს გაფორმებული აქვს 6 წლიანი კონტრაქტი. იგი მადრიდში კონტრაქტის თანახმად 2016 წლამდე დარჩება. ამის გამო იგი ახლა არ ფიქრობს ახალ კონტრაქტზე.
მუსტაფას გადაწყვეტილი აქვს გაატაროს ცოტა დრო შვილთან ერთად. იგი ასევე დაესწრება მატჩს "ვალენსიას" წინააღმდეგ და თავის შვილს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალყურს
წყარო: Marca.com
- 15 იანვარი 2013
- 2 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.