ალფრედო რელანო კრიშტიანუზე

გამომცემლობა AS-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.

მეორე ნახევრის შუაში მე თავი ვერ შევიკავე და მეგობარს შემდეგი შინაარსის შეტყობინება გავუგზავნე ტელეფონით: ”ის, რაც ეხლა პამპლონაში ხდება, მაგრად მახსენებს თავისი დონით ”ეიბარ” - ”სეტაოს” (სეგუნდა ბ) თამაშს.” ”ოსასუნამ”, რომელიც არცთუ ისე უსაფუძვლოდ, სატურნირო ცხრილი ბოლო ადგილზე იმყოფება, შეძლო ესპანეთის მოქმედი ჩემპიონისთვის გამკლავება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლითა და ენთუზიაზმით. ამაში, სიმართლე გითხრათ, რამე უჩვეულო სულაც არ ყოფილა-პამპლონელები სახლში ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ მუდამ ისე გამოდიოდნენ, თითქოს ეს უაკანასკნელი ბრძოლა ყოფილიყოს.

მაგრამ ყოველთვის როდი მოჰქონდა მათ მონდომებას შედეგი. ფრე წინა შეხვედრაში არამარტო ”ოსასუნას” მონდომების გამო დაფიქსირდა, არამედ ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელების უსუსურობოთა და დაუცველობით. უკვე ნათელი გახდა, რას წარმოადგენს კრიშტიანო რონალდუს ფიგურა ამჟამინდელი ”მადრიდის რეალისთვის”. მის გარეშე, გუშინ გუნდი რბილად რომ ვთქვათ, მოწყენილად გამოიყურებოდა. ”თეთრები” ყოველგვარი სურვილისა და მონდომების გარეშე თამაშობდნენ, სამაგიეროდ ძალიან ბევრ შეცდომებსაც უშვებდნენ. ”მადრიდის რეალს” წლევანდელ სეზონში ძალიან ბევრი ცუდი შეხვედრა ქონდა, მაგრამ ასე საშინლად ის არცერთ მათგანში არ გამოიყურებოდა.

დიახ, ”მადრიდის რეალს” წარუმატებელი თამაშისთვის მიზეზები ქონდა. ვინაიდან კრიშტიანოს გარდა , შემადგენლობაში არ იყვნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან პეპე და სერხიო რამოსი. მაგრამ ”თეთრები” ”ბარსასთან” ან ”ბავარიასთან” ხომ არ თამაშობდნენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ”ოსასუნასთან”. პამპლონას დასამორჩილებლად არ იყო დიდი ძალა საჭირო, მაგრამ ”მადრიდის რეალი” ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

საერთოდ არ გავდა თავის თავს ანხელ დი მარია. კაკასგან, საერთოდაც უფრო მეტი ცუდი მივიღეთ, ვიდრე სარგებელი, ხოლო ხაბი ალონსომ, მიუხედავად უდიდესი სურვილისა, ვერ შეძლო ყველას მაგივრად თამაში. გამოიკვეთა, რომ ფლანგის მცველები ფაბიო კოენტრაუ და ალვარო არველოა არ იყვნენ სრულყოფილად მომზადებულები, სამი ხედირა ლომივით იბრძოდა მოედნის ყველა მონაკვეთზე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი თამაში არ იყო მაღალი დონის.

შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კრიშტიანო რონალდუს ნებისმიერ კრიტიკოსს, არანაირი არგუმენტი უკვე აღარ გააჩნია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სრულიად ამოიღო და დაიმსახურა თავისი თამაშით ის თანხა, რაც მასში გადაიხადეს. ის გახდა ლიდერი, სული და ნამდვილი მამოძრავებელი ძრავი ”სამეფო გუნდისთვის”. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ”მადრიდის რეალისთვის”, საკმარისია მისი მაჩვენებლების კაკას მაჩვენებლებთან შედარება, რომელიც კრიშტიანოს ღირებულების 2/3-ად იყიდეს და იღებს იგივე გასამრჯელოს, რასაც რონალდუ. გუშინდელმა შეხვედრამ გვანახა, რომ ფლორენტინო პერესმა , რაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა შეინარჩუნოს კრიშტიანო რონალდუ გუნდში, თორემ მისი ამბიციური პროექტი მორიგი ფიასკოსთვისაა განწირული.

  • J.Z.
  • 14 იანვარი 2013
  • 2 195
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)