დი მარია: "ვალენსიას" თავისუფლად შეუძლია ჩვენს დონეზე თამაში"
ვარჯიშის შემდეგ "თეთრების" პრესოთახში ანხელ დი მარიამ ისაუბრა.
ვარჯიშის შემდეგ "თეთრების" პრესოთახში ანხელ დი მარიამ ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ ბერნაბეუზე ცუდი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში ისინი გამოეთიშებიან ტურნირს.
"დღევანდელ შეხვედრაშ 100% -ით უნდა დავიხარჯოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. "ვალენსია" მაგარი გუნდია და მათ შეუძლიათ "მადრიდის" დონეზე თამაში."
"ჩვენ ვაანალიზებთ, რომ საკუთარ კედლებში ნაჩვენებმა ცუდმა შედეგმა შეიძლება სულ ადვილად გამოგვთიშოს ტურნირის."
"გუნდი ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. ვიცით, რომ ჩემპიონატში საქმე კარგად არ მიდის, მაგრამ "სელტას" წინააღმდეგ ხომ ბრწყინვალედ ვითამაშეთ?!"
"პირადად მე ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ფორმაში ჩავდგე და ძველებურად ავთამაშდე." - განაცხადა დი მარიამ
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 14 იანვარი 2013
- 1 997
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.