არ არის რონალდუ - არ არის გოლი

"ლა ლიგას" თითეულ მატჩში "ბლანკოსი" მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით საშუალოდ 8.3 დარტყმას ახორციელებს...

"ოსასუნასთან" ჩატარებული მატჩი მადრიდის "რეალისათვის" გამოცდა იყო: გუნდს უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ შეეძლო რონალდუს გარეშე თამაში. პორტუგალიელი, რომელმაც მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ყოველთვის პრობლემებს უქმნის მეტოქე გუნდებს. ეს კი სწორედ ის არის, რაც აკლდა გუნდს "ოსასუნასთან" მატჩში. მთელი მატჩის განმავლობაში "ბლანკოსმა" მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა – ეს დარტყმა ბენზემამ მატჩის მიწურულს განახორციელა.

გუშინ, ცხადი გახდა, რომ თავდასხმა მეტწილად კრიშტიანუს თამაშზეა დამოკიდებული. რონალდუს თამაში ბევრ სახიფათო მომენტს ნიშნავს და აქედან გამომდინარე მეტოქე გუნდის კარში უფრო მეტ დარტყმას ვიხილავთ.

აუხსნელი ის ფაქტი, რომ გუნდმა, რომელშიც იგუაინი, დი მარია, მოდრიჩი და კალეხონი ასპარზეობენ (შემდეგ შეცვლაზე ბენზემა და კაკა შემოვიდნენ), მხოლოდ ერთხელ შეაწუხა "ოსასუნას" მეკარე ანდრეს ფერნანდესი. ამ უკანასკნელს ბევრისთვის გასაოცრად "რეალთან" მატჩში სამუშაო საერთოდ არ ქონია.

150 დარტყმა

ბედის ირონიით მადრიდის "რეალი" უდგას სათავეში "ლა ლიგას" ყველაზე დამრტყმელი გუნდების სიას- მოურიოს დამოძღვრილმა გუნდმა მეტოქე კარის მიმართულებით 150-ჯერ დაარტყა, საშუალოდ 8,3 დარტყმა მატჩში. მეორე ადგილზე "ბარსელონაა". კატალონიელები მეტოქეთა კარს 133–ჯერ დაემუქრნენ (7,44).

უკანასკნელ მატჩამდე "სამეფო კლუბი" ლიდერებს 16 ქულით ჩამორჩებოდა. მადრიდის "რეალი" აშკარად არ ცდილობს ამ სხვაობის შემცირებას:ფერნანდესის კარში განხორციელებულ დარტყმას, მხოლოდ სტატისტიკური ხასიათი ჰქონდა.

მოურნიოს გუნდს აკლდა არამარტო ხელმძღვანელი რონალდუ, არამედ მისი მოტივაცია აკლდა. გუნდი სხვა სიჩქარით, ნაკლებად აგრესიული და შემტევი მანერით თამაშობდა. ეს არის ზუსტად შოკი, საქმე მარტო დარტყმებს არ ეხება, "რეალის" შემტევი ხაზი ვერ ქმნის მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო მომენტებს, როთაც რონალდუ ყოველთვის არის დაკავებული.

სუსტი თამაში სტუმრად

"ლა ლიგას" პირველი წრე "რეალმა" ცუდი მაჩვენებლებით დაასრულა: 4 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება (საუბარია გასვლით მატჩებზე). "სამეფო კლუბმა" სტაბილური და ჰარმონიული თამაში დაკარგა, რომელიც თან ახლდა გასულ სეზონს.

ამ სეზონში მადრიდის "რეალმა" გატანა არამარტო "რეინო დე რავანიზე" ვერ მოახერხა, არამედ გოლი ვერ გაიტანეს "სანჩეს პიხუანზე" "სევილიასთან" და "ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისთან".

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)