პარდესა : "ფრეს რონალდოს ნამდვილად ვერ მივაწერ"
მიგელ პარდესამ ოსასუნასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
"მადრიდის "რეალი" უდიდესი ტრადიციების გუნდია, ამ კოლექტვისგან ყოველთვის დიდ წარმატებებს ელიან და სამეფო კლუბი შეძლებისდაგვარად ყოველთვის ახერხებს ინჩასების გახარებას, ამ ეტაპზე პატარა ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ პატიების უნარი არავის გააჩნია, რაც თავისთავად ცუდია. იმის მაგივრად, რომ გვერდში დგომა ვიგრძნოთ, აბსოლიტურად სხვა სურათია სახეზე."
"მერწმუნეთ, გუნდის ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, მხოლოდ მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი. სატურნირო ცხრილში მართლაც სავალალო სიტუაციაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ბლანკოსი" აღარ არსებობს."
"კრიშტიანო რონალდო გუნდს ძალიან აკლდა, მაგრამ ნაჩვენებ შედეგს მხოლოდ პორტუგალიელის არყოფნას ვერ მივაწერდი, სრულიად გუნდმა უსახური თამაში ჩაატარა, კრიშტიანოსთან ერთად პამპლონაში არაერთხელ ჩავსულვართ, მაგრამ ვერც მაშინ მიგვიღწევია დასახული მიზნისთვის, ზოგადად ბასკები "რეალის" წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგი მოტივაციით თამაშობენ, ამ ყველაფერს კი საკუთარი მოედნის ფაქტორიც დაემატა."
- 13 იანვარი 2013
- 2 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.