სილვა, ფალკაო და ისკო
ერთ–ერთმა სტატისტიკურმა კომპანიამ (სიგმა 2) marca-ს დაკვეთით მადრიდში გამოკითხვა ჩაატარა...
სათაურიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რას ეხებოდა აღნიშნული გამოკითხვა და ვინ გახდნენ მადრიდელთა რჩეულნი. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: რომელი სამი ფეხბურთელი უნდა იყიდოს ფლორენტინო პერესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე? (თითოეული გამოკითხული ერთზე მეტ ფეხბურთელს ასახელებდა, პროცენტული რიხვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას, თორემ სტატიაში ნამდვილად არ ეწერა)
პირველ ადგილზე გავიდა "მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი დავიდ სილვა. ის 2010 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის ლიდერიც იყო 63,8%–ით. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ სილვა ახლა უფრო პოპულარია ვიდრე მაშინ, ის გამოკითხულთა რჩეულია 76,7%–ით. ალბათ გემახსოვრებათ, როგორი ოვაციებით შეხვდა მას მადრიდული პუბლიკა "რეალი"–"სიტი" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს. ესაა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი, მათს შორის რაც მგავს გამოკითხვებში დაფიქსირებულა.
მეორე ადგილი დაიკავა "ელ ტიგრემ". 60 მილიონ ევროდ ღირებული ფალკაო მადრიდელ გულშემატკივართა 70,7%–ს სურს. ხოლო მის შემდეგ (მესამე) ადგილზე გავიდა მალაგას ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო. ის გამოკითხულთა 48,2%–ის სურს.
- 12 იანვარი 2013
- 2 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.