პერესი მზად არის კავანის სანაცვლოდ 45 მილიონი გადაიხადოს
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" უკვე დიდი ხანია ინტერესდება ედისონ კავანის შეძენით, რომელიც ყოველდღიურად ცდილბოს გააოცოს საზოგადოება...
ედისონი ნაპოლის შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩებს ატარებს და გოლს გოლზე იტანს, რაც სერია "ა"-ში ნამდვილად რთული გასაკეთებელია იქიდან გამომდინარე, რომ იტალიური გუნდები ძირითადად დაცვის სტილს მიმართავენ და ჩემპიონატის მატჩები განსაკუთრებული უხვგოლიანობით არასდროს გამოირჩევა.
რამდენიმე დღის წინ იტალიური გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა კავანის, თუკი მსურველი გუნდი 63 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც თავისთავად ძალიან დიდი თანხაა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ფლორენტინო პერესი მოლაპარაკებების დასაწყებად მზად გახლავთ, მაგრამ მისი პირობა 45 მილიონი ევროა, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ არის, ხსენებული რაოდენობა ნაპოლის ბიუჯეტს უდიდეს დახმარებას გაუწევს.
თუკი იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა 45 მილიონიან პირობას დათანხმდება, მადრიდული დელეგაცია იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ყველაფერს დეტალურად გაარკვევენ.
- 12 იანვარი 2013
- 1 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.