შაჰინი : "დორტმუნდში დაბრუნება ძალიან მსურდა"
ნური შაჰინი დორტმუნდის ბორუსიაში ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ძალიან სურდა გერმანიაში დაბრუნება...
"სიმართლე გითხრათ უბედნიერესი ვარ იმით, რომ მშობლიურ კლუბში დავბრუნდი, აქ ყველა კარგად მექცევა და ყველას ვუყვარვარ, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
"დორტმუნდი პროგრესირებადი გუნდია, რომელიც სულ მალე უდიდესი მიზნებისთვის დაიწყებს ბრძოლას. ვგონებ, ჩვენს კოლექტივს წარმატებაზე ფიქრი შეუძლია."
"როდესაც მადრიდის "რეალში" გადავედი თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი და მეგონა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერი ვიქნებოდი და საოცნებო ტურნირების მოგებას შევძლევდი, მაგრამ ესპანეთში არაფრის საშუალება არ მომცეს, მუდმივად სათადარიგოთა სკამზე მიწევდა ჯდომა, რასაც ემატებოდა გაუთავებელი ტრავმები და ასე შემდეგ. იქ გატარებულ დროს საუკეთესოს ნამდვილად ვერ დავარქმევდი, რადგან ნერვიულობის მეტი არაფერი განმიცდია. ამჟამად სიტუაცია შეცვლილია და მე ძველ დროს ვუბრუნდები, როდესაც გერმანიის საუკეთესო მოთამაშე გავხდი."
- 12 იანვარი 2013
- 1 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.