იგუაინი : "მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო"
ოსასუნას მატჩის წინ გონსალო იგუაინმა პრესკონფენრეცია გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელის თქმით იგი სასურველ კონდიციას სულ მალე მიუახლოვდება, ფიზიკურად კი სრულ მზადყოფნაში გრძნობს თავს...
"ორი თვე ტრავმირებული ვიყავი და აღდგენით პროცესს გავდიოდი, მაგრამ მერწმუნეთ 90 წუთის მოედანზე გატარება შემიძლია, დარწმუნებული ვარ გუნდის დახმარებას შევძლებ, რამდენად მენდობა მწვრთნელი და გამიშვებს მოედანზე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტრავმის მიუხედავად სასურველი ფორმისგან შორს ნამდვილად არ გახლავართ და სულ მალე საუკეთესო კონდიციაში ჩავდგები."
"მადრიდის "რეალს" ყოველთვის ჰქონდა უმაღლესი მიზნები, რაც მიზიდავს და ჩემშიც სურვილებს აღძრავს, დაბრუნება გოლებით უნდა აღვნიშნო."
"რეალისტები უნდა ვიყოთ და სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მართალია, ბარსელონასთან უდიდესი ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ ყურების ჩამოყრა რას მოიტანს? ვფიქრობ კარგს არაფერს. აუცილებელია ყველა დარჩენილი მატჩის მოგება, რადგან ჩვენ გვგქონდეს იმის საფუძველი, რომ ჩემპიონობის შანსებზე ავლაპარაკდეთ. შარშანდელი "რეალი" ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა, მინდა გითხრათ, რომ შემადგენლობა არც ამჟამადაა შეცვლილი და 2013 წელს შთამბეჭდავი შედეგები გვექნება."
"სერხიო პროფესიონალია, მან იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს, დარწმუნებული ვარ ვიცე კაპიტანი გუნდს ძალიან დააკლდება, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენ გვყავს მისი შემცვლელები. მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამას ვეღარ შევცვლით, ის რაც რამოსმა გააკეთა უბრალოდ ფეხბურთის ემოციური ნაწილია, იგი მთელი არსებით იყო ჩართული მატჩში და არბიტრის გადაწყვეტილების შემდეგ ნერვები ვეღარ მოთოკა. მან ბოდიში მოიხადა რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომა გააცნობიერა."
"ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მგონია, რომ ტრავმა საერთოდ არ მქონია, ჩემი მიზანი მხოლოდ გოლების გატანაა, იმედი მაქვს ამის საშუალება მომეცემა. მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული შედეგიანობით არ გამოვირჩევი, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მოედანზე დიდი ხნის გატარებაც ვერ მოვახერხე იმისათვის, რომ მეტოქის კარები უფრო ხშირად დამელაშქრა. თავდამსხმელისთვის ყველაზე მთავარი გოლების გატანაა, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. მთავარ მწვრთნელს მხარს ვუჭერ, რადგან ის უდიდესი სპეციალისტი და პროფესიონალია, დარწმუნებული ვარ ჟოზე გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება."
"შარშანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით ჩვენი ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა სავალალოა, ოსასუნასთან ქულების დაკარგვა ყოველგვარ ოცნებაზე ჩაგვაქნევინებს ხელს, აქედან გამომდინარე გუნდი სრულად არის კონცენტრირებული მხოლოდ გამარჯვებაზე."
"კრიშტიანო რონალდო გენიალური ფეხბურთელია, მის ანგარიშზე 172 მატჩში 174 გოლი გახლავთ და მერწმუნეთ, ამით ყველაფერია ნათქვამი. პორტუგალიელი ნამდვილი გენიოსია, მას გოლის გატანის განსაკთრებული ალღო აქვს. როდესაც რონი ფორმაშია მთელი გუნდი ცდილობს მის ტემპზე აყოლას, კრიშტიანო უსწრაფეს გადაწყვეტილებებს იღებს, რაც წარმატების საწინდარია. ვარჯიშებზე მას ხშირად ვუყურებ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. იგი ყოველდღიურად გარკვეულ ასპექტს ხვეწავს და მუდმივი მისწრაფება აქვს წარმატებისკენ."
"ჩვენს გუნდში არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჟოზე მოურინიომ მთელ კოლექტივში ერთსულოვნება დანერგა, ყოველთვის გუნდურად ვცდილობ ყველაფრის მოგვარებას. გასაგებია, რომ პრობლემები გვაქვს ქულების მხრივ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ საბოლოო წარმატებისთვის."
"ანხელ დი მარის პროფესიონალიზმზე საუბარი ალბათ ზედმეტია, რადგან არგენტინელს ნამდვილად აქვს იმდენი გაკეთებული, რომ ხალხმა დააფასოს. ამ ეტაპზე ანხელს კარგი ეპოქა არ უდგას, რადგან ფორმიდან არის ამოვარდნილი, მაგრამ ვარჯიშებზე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე აღიდგინოს სასურველი კონდიცია."
"მადრიდის "რეალში" უკვე 6 წელია ვირიცხები და ამ ხნის მანძილზე კარგად გავითავისე ერთი პრინციპი : "სამეფო კლუბი მოედანზე მუდამ მოგებისთვის გადის", როგორი სიტუაციაც არ უნდა სუფევდეს."
- 12 იანვარი 2013
- 1 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.