ბენზემა : "პამპლონაში ასპარეზობა ყოველთვის რთულია"
მადრიდის "რეალის" ცენტრ-ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ სამეფო კლუბის ოფიციალურ სპონსორთან ისაუბრა...
"თუ გვსურს წარმატების მიღწევა და სამი ქულის მოპოვება მოედანზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა მოხერხდეს. დარწმუნებული ვარ პამპლონაში კვლავ მედგრად დაგვიდგებიან, ამ სტადიონზე თამაში ყველას უჭირს, აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება გვმართებს. 2013 წელი ორი ბრწყინვალე გამარჯვების დავიწყეთ და იმედს გამოვთქვამ მოგებათა სერია კვლავ გაგრძელდება."
"გოლი, რომელიც შარშან პამპლონელებს გავუტანე არასდროს დამავიწყდება, რადგან მართლაც ბრწყინვალე შედევრი გამომივიდა, ფეხბურთელისთვის მსგავსი სახის მომენტები ყოველთვის დასამახსოვრებელია და ცხადია გამონაკლისი არც მე ვარ."
"იმისათვის, რომ მადრიდის "რეალში" ადგილი დაიმკვიდრო ძალიან ბევრი მუშაობა არის საჭირო, მე დაუღალავად ვვარჯიშობ და ვცდილობ სასურველ კონდიციაში ვიყო, მერწმუნეთ ესპანეთის დედაქალაქში თამაში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან "ბლანკოსში" სხვა მოთხოვნებია."
"საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვნად გახლავთ გაძლიერებული და დარწმუნებული ვარ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სწორედ ჩვენ მოგევლინებით."
- 12 იანვარი 2013
- 1 231
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.