შაჰინი "ბორუსიას" დაუბრუნდა
გერმანული მედიის ცნობით "ბორუსიამ" შაჰინის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.
შაჰინიმ დორტმუნდის "ბორუსია" 2011 წელს დატოვა და მადრიდის "რეალში" გადავიდა, თურქმა ახალ კლუბთამ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა ესპანურ გრანდში, მან ვერ შეძლო თავის დამკვიდრება, შედეგად ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აგვისტოში ნური არენდით ინგლისურ გრანდში "ლივერპულში" გადაბარგდა, მაგრამ აქაც ძირითადად სათადარიგო სკამზე იჯდა.
გერმანიაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნური დაუბრუნდებოდა თავის ყოფილ კლუბს, რომელიც 2011 წელს "ბუნდესლიგის" საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით დატოვა. თუ გერმანულ მედიას დავუჯერებთ ამაღამ ოფიციალურად გახდება ცნობილი ნური შაჰინის კიდევ ერთხელ "გაყვითლების" შესახებ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას ტრანსფერის შესახებ.
- 11 იანვარი 2013
- 2 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.