ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”
ალფრედო რელანო: ”კრიშტიანო, კასილასი, მოურინიო და ფლორენტინო.”
კრიშტიანომ კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა ”მადრიდის რეალის” მოგებაში. ვიგოში 0:2 ანგარიშის დროს სწორედ პორტუგალიელმა გაიტანა გოლი, რამაც რადიკლაურად შეცვალა ძალთა ბალანსი. გუშინაც სწორედ ის გამოირჩა სამჯერ და ერთხელ გოლი გვერდითა მსაჯმა წაართვა. სამნახევარი სეზონის მანძილზე ”თეთრების” შემადგენლობაში კრიშტიანო ძალიან მაღლა ავიდა ისტორიულ ბომბარდირთა სიაში, აუარა რა გვერდი და უკან ჩამოიტოვა რა ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ირჯებოდნენ ”თეთრების” შემადგენლობაში.”
ამასთან ერთად, ის ერთხელ და სამუდამოდ განიკურნა ვარსკვლავური დაავადებისგან, რაც თავიდან ბევრ მადრიდისტას არ მოსწონდა. ”სანტიაგო ბერნაბეუმ” ის მიიღო და შეიყვარა. გუშინ სტადიონი რონალდუსთვის ოქროს ბურთს ითხოვდა. არამგონია პორტუგალიელს სხვა უფრო უკეთესი რამ ოდესმე მოესმინა. ნათელია, რომ ეხლა კრიტშიტანუ, როგორც არასდროს, ისე დაუახლოვდა ”მადრიდის რეალის’ ინჩადას და ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, პორტუგალიელს დამატბით ღირებულებებს მატებს ფლორენტინო პერესის თვალში.
კლავ დამაჯერებელი და სანდო თამაში აჩვენა იკერ კასილასმა. მშვიდი პირველი ნახევრის შემდეგ, როცა სტუმრები განსაკუთრებულად არც კი აწუხებდნენ ”მადრიდის რეალის” მეკარეს, მას წინ დაძაბული მეორე ნახევარი ელოდა. ხაბი ალონსოს გასვლამ, რომელის შემდეგაც სერხიო რამოსი გააძევეს მოედნიდან, ”მადრიდის რეალის” დაცვას საკმაოდ ბევრი თავსატეხი გაუჩინა. სახიფათო 2:0 ანგარიშის დროს ”თეთრების” მეკარემ სამი ე.წ. ”სეივი” შემოგვთავაზ , რამაც არანაკლები როლი ითამაშა ”ბლანკოსების” მოგებაში. ”სანტიაგო ბერნაბეუ”, ისევე როგორც ეს მოსალოდნელი იყო, თავის გმირს ოვაციებით შეხვდა. კასილასის დამაჯერებელმა თამაშმა კიდევ ერთხელ გამოიწვია დაფიქრება მოურინიოს ექსტრავაგანტურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არ ჭირდება ბევრი ფიქრი იმაში გარკვევას, რომ ანტონიო ადანის შემდეგმა გამოსვლამ ძირიტად შემადგენლობაში შეიძლება გამოიწვიოს დიდი პრობლემები მთავარ მწვრთნელსა და მადრიდულ ტორსიდას შორის, ხოლო ამ გარემოების მსხვერპლი და მძევალი კი გახდება არაფერში დამნაშავე ანტონიო ადანი.
და რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ ვთქვათ ჟოზე მოურინიოზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა უკან მორჩა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ”მადრიდის რეალის” ულტრასებმა გადაწყვიტეს მთავარი მწვრთნელისთვისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, ”სანტიაგო ბერნაბეუ” მისი მისამართით უფრო ძლიერად უსტვენდა, ვიდრე ოდესმე. სტვენა მიმართული იყო ასევე იმ ულტრასების მისამართით, რომლებიც მწვრთნელს თბილად მიესალმნენ.
ყველაზე დიდი პრობლემა ”მადრიდის რეალისა” არის იმაში, რომ მოურინიო, რომელიც ეჭვგარეშე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მწვრთნელია, დრო და დრო მიმართავს საკმაოდ უცნაურ და ძნელად ასახსენლ გადაწყვეტილებებს, რომლებიც , რბილად რომ ვთქვათ, არ არის მიმართული გუნდური ერთიანობისკენ. დაუშრეტელი თვითსიყვარული და ეპატაჟურობისკენ მისწრაფება ხანდახან მას მარიო ბალოტელის მსგავსი საქციელებისკენ უბიძგებს და გავს მას. ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ფლორენტინო პერესს, როგორც ჩანს, პორტუგალიელ სპეციალისტზე არანირი ზეგავლენა არ აქვს.
- 11 იანვარი 2013
- 2 545
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.