პიპას "ჩელსი" არ ეშვება
რაფაელ ბენიტესი გონსალო იგუაინით არის დაინტერესებული, ესპანელ მწვრთნელს სურს, რომ არგენტინელი მოთამაშე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ჩელსის" მოთამაშე გახდეს...
რომან აბრამოვიჩი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არგენტინელი ლონდონში ჩაიყვანოს და რაფაელ ბენიტესის სურვილი შეასრულოს. ესპანელი სპეციალისტის აზრით გონსალო მშვენივრად მოერგება ჩელსის ფილოსოფიას და ფერნანდო ტორესთან ერთად ბრწყინვალე თავდასხმის დუეტს შექმნის, რომელიც ნებისმიერი დაცვის ხაზისთვის მეტად სახიფათო იქნება.
2 წლის წინ ტურინის იუვენტუსი და ლონდონური გრანტი პიპას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ პერესი არაფრის დიდებით არ შეელია საკუთარ "20"-იანს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით "ბლანკოსისთვის" შეთავაზებული თანხა მინიმუმ 45 მილიონი ევრო იქნება. თუკი ამ ფასში პიპიტა გაიყიდა, მადრიდის "რეალი" ედისონ კავანის მიუბრუნდება, რომელიც დაახლოებით 60-65 მილიონი ევრო ღირს. ექსპერტთა აზრით ედისონის რეალური ფასი მხოლოდ 25-30 მილიონი ევროა, მაგრამ ნაპოლი არაფრის დიდებით არ ელევა საკუთარ ლიდერს, იტალიური გუნდის პრეზიდენტის განცხადებით კავანი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს გუნდს, თუკი ნაპოლი 63 მილიონ ევროს მიიღებს.
- 9 იანვარი 2013
- 1 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.