კასილასის შეძენით "არსენალი" ინტერესდება
ლონდონის "არსენალი" დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" მეკარის იკერ კასილასის შეძენით.
წყაროს თანახმად, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ეძებს მეკარეს ვოიცეხ შესნის ჩასანაცვლებლად, რომლის თამაშითაც უკმაყოფილო გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგას" ბოლო 2 შეხვედრაში კასილასი ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩა, გარდა ამისა ჟოზე მოურნიომ ღიად გააკრიტიკა კასილასის თამაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ლონდონელებს ვეტერანი მეკარის გადაბირების იმედი გაუჩნდათ.
- 8 იანვარი 2013
- 3 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.