"ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიალის შედეგები
რონალდუ გვლავ გაწბილებული დარჩა...
მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა სამწუხარო, "ოქროს ბურთს" მეოთხეჯერ დაეუფლა ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ კი ისევ გაწბილებული დარჩა. "ბარსელონას" არგენტინელმა შემტევმა ხმათა 41.6% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა რონალდუმ 23,68%, ხოლო ინიესტამ 10.91%.
მაგრამ ამასთანავე სასიხარულოა, რომ წლის სიმბოლური გუნდი მთლიანად ლა ლიგას მოთამაშეებით დაკომპლექტდა. სიმბოლურ გუნდში 5 მადრიდისტა მოხვდა და მათ საუკეთესო ეწოდათ თავის პოზიციაზე. კასილასი წლის საუკეთესო მეკარედ მიიჩნიეს, მარსელო და რამოსი საუკეთესო მცველებს შორის მოიხსენიეს, საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა ხაბი ალონსო, რონალდუ კი საუკეთესო ფორვარდებიდან ერთერთია.
რაც შეეხება მწვრთნელებს, "ოქროს ბურთს" ვინსენტე დელ ბოსკე დაეუფლა, გამოკითულთა 34,51% საუკეთესოდ სწორედ ის მიიჩნია.მეორე პოზიცია მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა, მან ხმათა 20,49% მოაგროვა. მესამე პოზიცია შვებულებაში მყოფმა "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გვარდიოლამ დაიკავა, მან ხმათა 12,91% მიიღო.
- 8 იანვარი 2013
- 7 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.