"ბერნაბეუ" კასილასს აპლოდისმენტებით შეხვდა
მოურინიოს კასილასის სათადარიგოთა სკამზე დატოვების გამო პუბლიკა სტვენით შეხვდა.
ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჟოზე მოურნიოს გადაწყვეტილებით, ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩა გუნდის კაპიტანი იკერ კასილასი. მოურინიოს ამ გადაწყვეტილებას "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივარი სტვენით და ჟოზეს მიმართ უხამსი შეძახილებით შეხვდნენ. მაგრამ მე-6 წუთზე ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ანტონიო ადანმა წითელი ბარათი მიიღო და მის ნაცვლად "რეალის" კარს კასილასი დაუბრუნდა. გულშემატკივრებმა იკერს თანადგომა გამოუცხადეს და მის სახელს მთელი სტადიონი სკანდირებდა.
კასილასი დაახლოებით 4 წუთი ემზადებოდა მოედანზე შესასვლელად. ამ დროის მანძილზე იგი ჟოზესგან ინსტრუქციებს ისმენდა.
კასილასი გაზონზე გამოვიდა აპლოდისმენტების ფონზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა ადანის მიერ გამომუშავებული პენალტის მოგერიება. იკერმა ასევე რონალდუს დაუთმო კაპიტნის სამკლაური, რაც ნამდვილად ღირსეული ჟესტი გახლავთ.
- 6 იანვარი 2013
- 2 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.