ადანი:"მოედნიდან უსამართლოდ გამაძევეს"
"რეალის" მეორე მეკარე მატჩის შემდეგ...
"ამ შეხვედრაში არ გაგვიმართლა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსაჯმა ჩვენს კარში დანიშნა პენალტი და უსამართლოთ მიჩვენა წითელი ბარათი. მაგრამ რას ვიზავთ, ასეც ხდება. ზოგჯერ მეკარე დიდ მატჩს ატარებს და გულშემატკივრებში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება და მეკარე უბრალოდ ქრება."
"თამაში კარგად დავიწყეთ, მოგების დიდი სურვილი გვქონდა და მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და "ბერნაბეუზე" მოსულ გულშემატკივარს სიხარული მოვუტანეთ. საწყის წუთებშივე დავწინაურდით, მაგრამ სამწუხაროდ 10 კაცით დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა გამოავლინეს მებრძოლი სული და შეძლეს შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება. ვწუხვარ, რომ კალეხონს ჩემს გამო სწრაფადვე მოუწია გასვლა მოედნიდან."
"რაც შეეხება "სამეფო თასზე" "სელტასთან" გასამართ მატჩს ჩვენ უნდა მოვიგოთ. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლიურ კედლებში ვთამაშობთ, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე. გამარჯვება შეგვმატებს თავდაჯერებულობას. თუ გვინდა გამარჯვება დარჩენილ ორ ტურნირზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და უნდა დავიწყოთ მოგებათა სერია."-განაცხადა ადანმა.
- 6 იანვარი 2013
- 2 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.