მოუ კასილასზე
ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასზე ისაუბრა.
ჟოზე მოურინიომ ისაუბრა ”კონკურენციის” აუცილებლობაზე, როცა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა იკერ კასილასზე კითხეს: ”საუკეთესო სათამაშო ფორმა სწორედ დიდი შრომისა და მუშაობის შედეგად მიიღწევა. ამას კი ხელს კონკურენტუნარიანობა უწყობს. თავის კომფორტულად გრძნობია ფეხბურთელისთვის კარგი როდია.”
”თარგმნეთ და მიიღეთ ისე, როგორც ვამბობ და ნუ ამატებთ თქვენეულ ინტერპრეტაციებს. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, არამარტო გოლკიპერებისთვის, აუცილებელია კონკურენცია. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია წარმატებისთვის. კონკურენციის შედეგად ორი ფეხბურთელი უფრო მეტს შრომობს და უკეთესადაც თამაშობს.”-აღნიშნა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე. ”კომფორტულად ყოფნა და ხელშეუხებლობა არცერთი ფეხბურთელისთვის არ არის კარგი და წარმატების მომტანი, ისინი მუდამ უნდა ისწრაფვოდნენ კონკურენციისკენ და შესაბამისად უკეთესობისკენ.”-დაამატა პორტუგალიელმა სეპციალისტმა.
მოურინიოს ამის შემდეგ ორჯერ კითხეს კასილასზე, მაგრამ მან არცერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. როცა მას შეახსენეს, რომ კასილასმა რამოდენიმე დღის წინ მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ტიტული მოიგო, მწვრთნელმა შემდეგი რამ განაცხადა: ”მე ეს ისედაც ვიცი, ვინაიდან ჩემი ყველა ფეხბურთელი საუკეთესოა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე თამაშობენ ისინი. რა თქმა უნდა, ჩემი მეკარე მუდამ საუკეთესო იქნება.”
- 5 იანვარი 2013
- 5 432
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.