არბელოას ინტევრიუ
ალვარო არბელოა "მადრიდის რეალის" სარესკონფერენციო ოთახში ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ალვარო პრესკონფერენცია "რეალ სოსეიდადის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრით დაიწყო: "საშობაო არდადაგების შემდეგ პირველი შეხვედრა, როგორც წესი ყოველთვის ძნელია. ასე იყო წინა წელსაც "მალაგას" წინააღმდეგ შეხვედრაში კოპა დელ რეიზე. მიმდინარე წელს "სოსეიდადი" კარგ ფეხბურთს აჩვენებს და იგებს შეხვედრებს. ჩვენ უნდა ვირმუნოთ საკუთარი ძალების. იმედი გვაქვს, რომ 2013 წელი "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იქნება."
როცა კითხეს, რომელს ანიჭებდა უპირატესობას კოპა დელ რეის, თუ ლა ლიგას, მან განაცხადა, რომ ყველა ტურნირი თანაბრად მნიშვნელოვანია: "თუ ამ გუნდს სურს ტიტულების მოგება, წარმოუდგენელია ამის გაკეთება ლა ლიგაში თავის ამოჩენისა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღების გარეშე და ასევე ძნელია ყველაფრის გაღება კოპა დელ რეიზე. შეუძლებელია აირჩიო დღე, როცა კარგად ითამაშებს, ხოლო შემდეგ კი დაისვენო. მე მხოლოდ და მხოლოდ თითოეული შეხვედრის მოგებისკენ ვარ მომართული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო ადვილი მიზანია, ვიდრე ლა ლიგა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მოედანზე ზერელედ იქცევა და არ იღებს ყველაფერს. მოედანზე ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა ვიყოთ მზად და გავაკეთოთ ყველაფერი ყველა ტიტულის მოსაგებად."
არბელოამ ასევე გაანალიზა სეზონის პირველი ნახევარი , გამოყო ის საკიტხები, რომელთა მოდიფიცირება და გაუმჯობესება უპრიანი იქნებოდა: "ჩვენ ისეთივე აკურატულები და შედეგიანები არ ვართ თავდასხმაში, როგორც წინა წელს და დაცვაშიც ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. "ბარსელონამ" მოიგო ყველა შეხვედრა, მაგრამ შეუძლებელია სულ ასე გაგრძელდეს. ალბათ შეამჩნევდით, რომ გასვლით შეხვედრებში გვიჭირს ყველაზე მეტად, მაგრამ აუცილებელია ყველა ასპექტში მოვუმატოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველაზე მეტჯერ ურტყამს კარის მიმართულებით და რომლის წინააღმდეგაც ყველაზე ნაკლებად ურტყამენ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ გუნდი არც ისე ცუდად გამოიყურება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ქულებს ვკარგავთ. ძალიან გვიჭირს სტანდარტებისას. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მწვრთელი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც ტაქტიკურ ასპექტებზე"
"გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ "მადრიდის რეალს", ვინაიდან ისინი "მადრიდის რეალის" გულშემატკივრები არიან და არა კონკრეტულად კასილასის. ძალზედ მნიშვნელოვანია , რომ ისინი მხარს უჭერენ და გვერდში უდგანან ფეხბურთელებს, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდის მხარდაჭერა." მეკარესთან დაკავშირებულ კითხვაზე არბელოამ ნათელი პასუხი გასაც, რომ გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელი: "ადანიც ძალიან კარგი მეკარეა და ჩვენ მას ისევე ვცემთ პატივს, როგორც კასილასს. მე ასევე მინდა მივულოცო იკერს წლის საუკეთესო მეკარის ტიტული. ვინც არ უნდა გამოვიდეს კვირას მოედანზე, მას მთელი გუნდი გვერდში დაუდგება. ეს ადანისტვის დიდებული შესაძლებლობაა და ეს ნიშნავს, რომ ის კარგად მუშაობს. მას ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი უნდა ქონდეს."
" "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამოვა მოედანზე, მათვის ძალზედ მნშვნელოვანია გამარჯვებები.მწვრთნელსაც და იკერსაც ორივეს ერთი და იგივე რამ უნდათ, ესაა ტიტულების მოგება და ასე უნდა იყოს გულშემატკივრებისთვისაც. ცუდი დრო გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ , იკერი კიდევ ძალიან ბევრ ტიტულებს მოგვიტანს. მე უბრალოდ მინდა ყველა შეხვედრის მოგება მანამ, სანამ სეზონი არ დასრულდება. იკერი კი პირველია, ვინც ასეტ რამეებს მიესალმება. ის იმაზე მეტს შრომობს და ვარჯიშობს, ვიდრე ოდესმე. ნებისმიერი ჩვენგანი ხვდება სათადარიგოთა სკამზე და მანდ გარკვეულ დროს მაინც ატარებს და ეს სასვებით ნორმალური პროცესია. ხალხი უბრალოდ ჭიანჭველისგან სპილოს ქმნის. ეს მორიგი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვიცით, რომ ის უინდებურად კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია."
- 5 იანვარი 2013
- 1 345
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.