რონალდო : "პეპე ძალიან დიდი დანაკლისი იქნება"
კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია კელპერ პეპეს ტრავმის გამო, რადგან მისი თანამემამულე მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და სერხიო რამოსთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნის, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაუვალია...
"სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ პეპეს მინიმუმ 1 თვე მოუწევდა დასვენება, იანვარი მის გარეშე მართლაც, რომ ძალიან რთული იქნება, რადგან დაცვაში პრობლემები არცერთი გუნდისთვის არ არის "სახარბიელო". მინდა გითხრათ, რომ მთელი გუნდი განიცდის პეპეს დანაკლისს, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის გარდა გუნდს კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, რაც კიდევ უფრო ცუდ დაღს ასვამს საერთო სიტუაციას, იმედს გამოვთქვამ 2013 წელი "ბლანკოსისთვის" ძალიან კარგად დაიწყება და პრობლემების მიუხედავად მატჩების მოგებას მოვახერხებთ."
"იუნაიტედს და მის მწვრთნელს , სერ ალექს ფერგიუსონს ძალიან დიდ პატივს ვცემ და საერთოდ ეს კლუბი ჩემ გულში ყოველთვის დარჩება, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ დღესდღეობით მადრიდის "რეალის" მოთამაშე ვარ და არ მაქვს უფლება იმისა, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 100%-ით არ დავიხარჯო, თუმდაც სიმართლე დასამალი არ არის, ინგლისში თამაში ძალიან გამიჭირდება."
- 5 იანვარი 2013
- 1 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.