მოდრიჩი : "ადაპტირება რთულია, მაგრამ ბეილს ველოდები
ლუკა მოდრიჩი, რომელიც უკვე ნახევარი წელიწადია, რაც მადრიდის "რეალში" ირიცხება, ჟურნალისტებს ესაუბრა...
"მინდა გითხრათ, რომ მადრიდში ადაპტაციის გავლა მართლაც, რომ ძალიან რთული გახლავთ, რადგან აქ უდიდესი კონკურენციაა, ამას ემატება პრესის საუბრები იმის შესახებ, რომ გუნდში კრიზისია, მოთამაშეებს თამაში აღარ შეუძლიათ და ასე შემდეგ. ნამდვილად რთულია იმ ყველაფრის კითხვა, რაც ჟურნალ-გაზეთებსა და სპორტულ ვებ-გვერდებზე იწერება, მაგრამ მთავარია საკუთარ თავში ვიპოვო ძალა იმისა, რომ მე "ბლანკოსისთვის" საჭირო მოთამაშე ვარ."
"ვიცი, რომ ბეილთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლოა შედგეს, უელსელს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად რთულია მადრიდის "გემოს" გაგება, მაგრამ ის ამას შეძლებს, მე მას ესპანეთის დედაქალაქში ველი."
- 5 იანვარი 2013
- 2 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.