კასილასი ზედიზედ მეხუთედ აღიარეს
IFFHS-ის მიხედვით ზედიზედ მეხუთე წელია, რაც ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ”მადრიდის რეალის” მეკარე იკერ კასილასის საუკეთესოს ტიტულს არავის არ უთმობს.
იკერ კასილასმა მორიგი ტიტული შემატა თავის შეუდარებელ კარიერას. მან 2013 წელი იმ ჯილდოს მოგებით დაიწყო, რომელსაც აგერ უკვე ოთხი წელია, რაც არავის არ უთმობს. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) კიდევ ერთხელ აღიარა იკერი მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერად. კასილასმა უკან ჩამოიტოვა ბუფონი და ჩეხი.
”მადრიდის რეალის” კაპიტანს ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. მას მოსდევს ზენგა (”ინტერი”), რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ 1989, 1990 და 1991 წლებში დაასახელეს. მიმდინარე წელს კასილასმა დააგროვა 224 ქულა, მაშინ როცა ჯანლუიჯი ბუფონმა მხოლოდ და მხოლოდ 128. ”ჩელსის” გოლკიპერი პიტერ ცეხი მესამე ადგილზე გავიდა 92 ქულით. გერმანელი მანუელ ნოიერი მეოთხე იყო 85 ქულით, ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი მეხუთე 26 ქული, ხოლო ”ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი კი მეექვსე 15 ქულით.
- 4 იანვარი 2013
- 2 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.