ალფრედო რელანოს ინტერვიუ

ალფრედო რეალნომ ჟოზე მოურნიოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა...

"ჩემა კოლეგამ ტომას რონსერომ მითხრა, რომ იკერ კასილასი "რეალის" კარს "სოსიედადთან" მატჩი დაუბრუნდებოდა. გულწრფელად ვამბობ, სხვანაირად არც მეგონა. ასეთი რამ ჟოზე მოურნიოს ადრეც გაუკეთებია, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ხანგრძლივი.

მაგალითად, როდესაც რონალდუმ "ბარსასთან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა:"მე ეს თამაში არ მომეწონა, მაგრამ შევეგუები ამას." შედეგად შემდეგი კალენდარული მატჩი "სარაგოსასთან" გამოტოვა. შემდეგ ისევ დაუბრუნდა კრიშტიანუ საწყის თერთმეტეულს.

ანალოგიური რამ მოხდა სერხიო რამოსთან დაკავშირებით. "სევილიასთან" დამარცხების შემდეგ კრიტიკის საპასუხოდ მოურნიომ ჩემპიონთა ლიგის ურთულეს შეხვედრაში, სადაც "რეალმა" დიდი გაჭირვებით მოიგო, სერხიო სათადარიგოთა სკამზე გაამწესა, მაგრამ მომდევნო მატჩში იგი კვლავ დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში.

გასაკვირი არ არის, რომ კასილასის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მხოლოდ ერთი მატჩი გაგრძელდა. მაგრამ მაინც არ წყდება ხმები დაპირისპირებაზე. ოფიციალური ვერსია, რომელსაც კლუბი გამუდმებით მხარს უჭერს არ არის დამაჯერებელი. კასილას ბოლო დროს ისეთი არაფერი არ გაუკეთებია, რომ ეჭვ ქვეშ დადგეს მისი პროფესიონალიზმი.

მეორე ვერსიით ჟურნალისტურ წრეებში არსებობს დიდი ეჭვი. მისი თქმით გადაწყვიტეს დიდი საჯარო ფიგურა, პრესასთან კავშირების გამო დაესაჯა, რადგან შესაძლოა ამ კავშირების გამო კლუბიდან ინფორმაციამ გაჟონოს(საუბარია იკერის საცოლე ცნობილ ჟურნალისტზე). თუმცა ამ ვერსიას ლოგიკის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები აქვს. ასეთი ქმედების შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, რაიმეს მიაღწიო. ძნელი წარმოსადგენია ამის გამო კასილასმა გაწყვიტოს მეგობრობა მსოფლიო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებთან და მითუმეტეს სარა კარბონესთან.

არსებობს მესამე ვერსია, რომელიც უფრო გონივრულად გამოიყურება. შესაძლოა კასილასის სათადარიგოთა სკამზე გამწესებით მოურნიომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი მეკარის შეძენისკენ მოუწოდა. გავიხსენოთ, რომ ერთ დროს მადრიდის "რეალმა" ალმერიას" წინააღმდეგ ცხრიანის გარეშე ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემა სრულ მზადყოფნაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მოურნიო ამ პერიოდში აქტიურად ლობირებდა ერთი ცენტრფორვარდის დამატებას. შედეგად ამ საილუსტრაციო ქმედებას კლუბის ხელმძღვანელობამ იყიდოს ახალი ფორვარდი ორი ქულა შეეწირა, მაგრამ კლუბში გამოჩნდა ემანუელ ადებაიორი.

როგორც ჩანს მოურნიომ გადაწყვიტა დააჩქაროს პროცესი კიდევ ერთი ახალი მეკარის ყიდვის. არ არის გამორიცხული, რომ ჟოზეს გადაწყვეტილება "მალაგასთან" მატჩში კასილასის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით იმის დემონსტრირება სურდა, თუ რა შეიძლება მოხდეს კასილასის არ ყოფნის შემთხვევაში. ყველასათვის პატივსაცემი ანტონიო ადანს არა აქვს შესაბამისი გამოცდილება უმაღლეს დონეზე თამაშის. სეზონის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟოზემ ადანს ერთი წლით კლუბში დარჩენაზე მოუწოდა, თუმცა ეს ფაქრი შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იმ დროს შეუძლებელი იყო მადრიდში მოგეყვანა ისეთი მეკარე, რომელიც დასჯერდებოდა იმ ხელფას, რომელსაც ანტონიო იღებს.

ნებისმიერ შემთხვევაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება თუ რომელი ვერსიაა სიმართლესთან ახლოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)