რონალდო: "მე არ ვარ სამშობლოს მხსნელი"

კრისტიანო რონალდომ გააკეთა კომენტარი "Castrol rankings" - ის დაჯილდოვებისას.

კომპანია "Castrol rankings"- მა დააჯილდოვა ფეხბურთელები. მათი სიმპათია ტიერი ანრიმ დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე კი მესი აღმოჩნდა, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო. სწორედ ამ დაჯილდოვებისას გამართულ პრესკონფერენციაზე "რონიმ" გააკეთა კომენტარი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ გვიდგას საუკეთესო მომენტი და ასევე მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ "სამშობლოს მხსნელი". მე ვარ უბრალო ადამიანი და ფეხბურთელი. მოლოდინი დიდია, მაგრამ მე არ ვთვლი თავს გუნდის წამყვან ფიგურად. ახლა მთავარია მონდომება და ცუდის უკან მოტოვება."

"მე ვვარჯიშობდი დღეში ორჯერ, ახლა კი უკვე მოედანზე გავედი და ბურთთან ერთად დავიწყე ვარჯიში რაც ძალზედ მახარებს. ყველაფერს ვაკეთებ რათა მალე აღვიდგინო ფორმა და გამოვჯანმრთელდე. მე ყოველ თამაშში მსურს მონაწილეობის მიღება, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ რისკი არსებობს და სანამ სრულად არ გამოვჯანმრთელდები მანამდე ვერ შევძლებ თამაშს."

რონალდო ასევე გუნდის ცუდ გამოსვლას შეეხო და განაცხადა: "ძალიან მაწუხებს ამდენი მარცხი და გუნდის უსახური თამაში, მაგრამ ეხლა ერთად უნდა დავდგეთ და გაორმაგებული ძალებით გავაგრძელოთ მუშაობა. მე მხარს ვუჭერ პელეგრინის და მის ფილოსოფიას ზოგადად ფეხბურთის მიმართ."

რონალდომ ასევე პირობა დადო რომ ყველა ხარვეზი უახლოეს დღეებში გამოსწორდება და გუნდი ითამაშებს იმ ფეხბურთს რომელიც მას ეკადრება.


by: aqilevs

  • tskito
  • 29 ოქტომბერი 2009
  • 4 201
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)