"ხეტაფესთვის" მზადება დაიწყო
მადრიდის "რეალმა" დაიწყო შაბათის მატჩისთვის მზადება. ისინი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" უმასპინძლებენ. ვან დერ ვაარტი, რომელიც გუშინ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, დღეს უკვე მინდორს დაუბრუნდა. ასევე სიახლეებიც იყო. გუნდთან ერთად ივარჯიშეს "კასტილიელებმა: ხუანანმა და ოპარემ. ამ უკანასკნელმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო 20 წლამდელთა შორის.
მადრიდელებმა "ვალდებებასზე" ვარჯიში განაახლეს. მათი მომავალი მეტოქე "ხეტაფე" ძალიან კარგ ფორმაშია. ბოლო ორ მატჩში მათ ჯერ "ბილბაო" დაამარცხეს 2:0, ხოლო შემდეგ "ესპანიოლი" 2:0.
პეპე გუნდს დაუბრუნდა, ვან დერ ვაარტი ჩვეულებრივად ვარჯიშობს
სასიხარულო ინფორმაცია იყო პორტუგალიელი მცველის პეპეს დაბრუნება. მან მცირედი დაზიანება მიიღო "ხიხონთან" მატჩში, მაგრამ ახლა სრულიად მზადაა სათამაშოდ. ამასთან ერთად ვან დერ ვაარტიც ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობდა. მან ბოლო ორი დღე სატრენაჟორო დარბაზში გაატარა.
რაც შეეხება კრისტიანო რონალდოსა და ეზეკილ გარაის, ისინი ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ.
ხუანანისა და ოპარეს ბედნიერება
ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ხუანანისა და ოპარეს ცხოვრებაში. მათ პელეგრინის ნდობა და პირველ გუდნთან ვარჯიშის საშუალება მიეცათ. ხუანანი წელს გადმოვიდა "დეპორტივო ბ"–დან, ხოლო ოპარე, რომელიც მადრიდულ კლუბში უკვე მეორე სეზონს ატარებს, გასულ კვირას მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის.
კასილასსა და ადანს მეკარეების მწვრთნელი ავარჯიშებდა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 29 ოქტომბერი 2009
- 2 147
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.