ილგნერი:"მე ვერ ვხედავ მიზეზს კასილასის სათადარიგოზე ყოფნის"
მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე ბოდო ილგნერი გამოეხმაურა, ჟოზე მოურნიოს გადაწყვეტილებას კასილასის სათადარიგო სკამზე დატოვებასთ დაკავშირებით.
"ძალიან გამიკვირდა, როცა იკერი სათადარიგოზე დავინახე, რადგან ამით დასრულდა კასილასის ძირითადის მთელი 10 წლიანი ეპოქა. სამწუხარო მხოლოდ ერთ მოთამაშეს შეუძლია კარსი დგომა, ეს ყველა უარესი რამა რაც ჩვენს პოზიციას თან ახლავს."
"თავდაპირველად ეს ძალზე რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ კასილასმა ეს გადაწყვეტილება მძიმედ მიიღო, მაგრამ ეს შეიძლება დადებითიც აღმოჩნდეს. იგი შეიძლება ბევრად უფრო ძლიერი დაბრუნდეს. იკერი არის ძალიან გამოცდილი და რა თქმა უნდა მზად არის მსგავსი სიტვაციებისათვის."
"თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მატჩი "რეალს" წინ აქვს და ვფიქრობ, რომ კასილასი ძალიან კარგად ითამაშებს. ის გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავს, ამიტომ მე ვერ ვხედავ მიზეზს მისი სათადარიგოზე ყოფნის. თუმცა შესაძლოა იგი მოდუნდა და ეს ნაბიჯი მწვრთნელის მხირდან გაფრთხილებაა, რომელიც მას უფრო ძლიერს გახდის."
" "რეალს" თამაშის გაუმჯობესება სჭირდება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისაღწევად. ზოგიერთი მოთამაშე კი აუცილებელია შარშანდელ ფორმას დაუბრუნდეს."-განაცხადა ილგნერმა.
- 30 დეკემბერი 2012
- 3 819
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.