მოურინიოს კარვახალის დაბრუნება სურს
დანი კარვახალი, რომელიც ლევერკუზენის ბაიერში არის განათხოვრებული, წლეულს ძალიან კარგად გამოიყურება, რაც ჟოზე მოურინიოს არ გამორჩენია...
როდესაც სამეფო კლუბმა კარვახალი გერმანიაში გაუშვა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც სურვილის შემთხვევაში "ბლანკოსს" საკუთარი აღზრდილის დაბრუნება შეეძლება.
თუკი დანიმ კვლავ განაგრძო პროგრესირება, წყალი არ გაუვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იგი კვლავ თეთრ მაისურს ჩაიცმევს, მაგრამ არა კასტილიაში, არამედ მთავარ გუნდში ჩაირიცხება.
- 30 დეკემბერი 2012
- 3 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.