ჟოზე მოურინიო:"ჩემთვის გუნდზე მნიშვნელოვანი არაფერია"
ჟოზე მოურინიომ AS-ს ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა.
რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მომავალზე "რეალში"?
-ახლა მე მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ, მაგალითად ხვალ ჩვენს მიერ დაგეგმილ ვარჯიშზე, სხვა დანარჩენზე ფიქრი არ მსურს.
თქვენთვის მართლაც რთული გადასაწყვეტი, იყო კასილასის სათადარიგო სკამზე დატოვება?
-დიახ, მაგრამ მე არ მესმის რატომ თვლით, რომ კასილასის სათადარიგო სკამზე დატოვებით რაიმე განსაკუთრებული მოხდა.
მაგრამ კასილასი არის კლუბის სიმბოლო.
-მე ნამდვილად არ მესმის ეს მიდგომა. ჩემთვის არაფერია "რეალზე" უფრო მნიშვნელოვანი. მწვრთნელმა ის გუნდა გააკეთოს, რასაც საუკეთესოდ თვლის. ასეთ საკითხებს არ სჭირდება გამბედაობა, საუბარი გმირობაზე ან რაიმე მაგდაგვარი.
მე მირჩევნია ხალხმა დაივიწყოს წარსული მიღწევები და ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე.
- 29 დეკემბერი 2012
- 4 000
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.