მესუთ იოზილი- 2012 წლის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, გულშემატკივრებმა 2012 წლის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მესუთ იოზილი საუკეთესო იყო 2012 წლის სეზონში გერმანიაში. საუკეთესო მოთამაშეს გულშემატკივარი ირჩევს. გულშემატკივრების ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, სწორედ იოზილს ერგო. ხმები დათვლილია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ.
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა 16,000 ხმა მიიღო, რაც 33%-ს შეადგენს. მესუთმა ხუთიათასი ხმით მეტი მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა მიროსლავ კლოზემ. მესამე ადგილი "ბორუსიას" შემტევმა მარკო როისის დაიკავა, რომელმაც ხმების 12% მიიღო. მადრიდის "რეალის" კიდევ ერთი მოთამაშე სამი ხედირა მეშვიდე ადგილზე გავიდა, მან ხმების 4% მიიღო.
მესუთ იოზილი ერთ-ერთი ზირითადი ფეხბურთელი გახლავთ. მან მწვანე მინდორზე 1732 წუთი გაატარა, რაც მეექვსე შედეგია კასილასის, რონალდუს, ალონსოს, რამოსის და პეპეს შემდეგ.
- 29 დეკემბერი 2012
- 1 772
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.