"AIR PORTUGAL" შესაძლოა"რეალის სპონსორი გახდეს
მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, "სამეფო კლუბის" მაისურზე ახალი სპონსორი "AIR PORTUGAL" გაჩნდეს.
შემდეგი სეზონიდან შესაძლოა მადრიდის "რეალის" მაისურზე ახალი სპონსორი "Air Portugal" გაჩნდეს და არა "Fly Emirate" როგორც ადრე ვარაუდობდნენ. ფლორენტინო პერესი მზად არის შეცვალოს პოლიტიკა და დათანხმდეს Air Portugal-ის შეთავაზებას.
დამაკავშირებელი ხიდი ამ კომპანიასა და მადრიდის "რეალს" შორის შესაძლოა, აღმოჩნდეს კლუბში მოთამაშე პორტუგალიელი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელები მზად არიან გადაიხადონ 27 მილიონი ევრო, ეს კი უფრო ხელსაყრელი გახლავთ "Fly Emirate" წინადადებაზე, რომელმაც 22 მილიონი შესთავაზა "სამეფო კლუბს". იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიური ფირმა გახდება "რეალის" სპონსორი, იგი უზრუნველყოფს ფეხბურთელების გადაფრენას სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია 2013 ივლისში "რეალის" მაისურზე ახალი სპონსორი გამოჩნდება.
- 29 დეკემბერი 2012
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.