კვირას, "რეალი" ღიად ივარჯიშებს
კვირას, 30 დეკემბერს, ჟოზე მოურინიოს "ბრძანებით", სამეფო კლუბის მოთამაშეები გუნდს დაუბრუნდებიან და "სოსიედადისთვის" მზადებას დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ვარჯიში ჟურნალისტებისთვის ღია იქნება...
განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ, მადრიდის "რეალის" ეგრედწოდებული "სოსიოები", რომლებსაც ექნებათ სპეციალური ბილეთები ვარჯიშზე დასასწრებად. კლუბის ხელმძღვანელობა მიმართავს გულშემატკივარს, რომ ადრე მოვიდნენ ვარჯიშზე, რათა ზედმეტი პრობლემები არ შეექმნათ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც "რეალი" საშობაო დღესასწაულის დროს ღია ვარჯიშს მართავს. შარშან, 6 იანვარს, "ვალდებებასზე" 7000 მადრიდისტა მივიდა.
წყარო:As.com
- 28 დეკემბერი 2012
- 1 709
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.