ალონსო გახანგრძლივებასთან ახლოსაა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. მოგეხსენებათ, ესპანელს "რეალთან" ხელშეკრულება 2014 წელს ეწურება...
ხაბი, კონტრაქტს სავარაუდოდ 1 წლით, ანუ 2015 წლამდე გაახანგრძლივებს, რის შემდეგაც, ის შეაფასებს თავის ფიზიკურ მდგომარეობას და თუ მან იგრძნო, რომ აღარ შეუძლია სამეფო კლუბის დონეზე ასპარეზობა, მაშინ საკუთარ პირველ კლუბში, "რეალ სოსიედადში" გააგრძელებს კარიერას. უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის მესვეურებს 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება სურთ.
ამ მომენტისთვის, ალონსო არ ითხოვს ხელფასის გაზრდას, რომელიც 4,5 მილიონს შეადგენს წელიწადში. ესპანელი გუნდის ერთგულია 2009 წლიდან და მას არასოდეს უთხოვია ხელფასის გაზრდა თავისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით. იგი კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და თავს ძალიან კარგად გრძნობს.
წყარო:Marca
- 28 დეკემბერი 2012
- 1 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.