ლიპი:"არ არის მართალი, რომ მე შეიძლება "რეალი" გავწვრთნა"
"გუანჩჟოუს" მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს.
"ეს არ არის მართალი, რომ მე შეიძლება "რეალი" გავწვრთნა. ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მსურს მადრიდში მუშაობა, მაგრამ მე არ მაქვს შემოთავაზება."
"წავიკითხე გაზეთებში ინფორმაცია ჩემს შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ზინედინ ზიდანთან და ფლორენტინო პერესთან არ მისაუბრია."
"მე 2 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს ჩინურ კლუბთან და კმაყოფილი ვარ ყველაფრით."-განაცხადა ლიპიმ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ზიდანმა ურჩია ფლორენტინო პერეს ლიპი დაენიშნა მთავარ მწვრთნელად.
- 27 დეკემბერი 2012
- 1 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.