პერესი ჩინეთს ესტუმრა
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ჩინეთს ესტუმრა. გუნდის დელეგაციას, ჩინელები სასტუმრო "ჰენგდა"-ში დახვდნენ. კლუბის პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი კი ბავშვთა საფეხბყრთო სკოლის შექმნა გახლდათ...
ფლორენტინომ ძალიან საინტერესო საუბარი გამართა, ხუ იაინთან. საბოლოოდ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელმა და ჩინური ინტერნაციონალური სკოლის თავკაცმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან საფეხბურთო სკოლა და საფუძველი ჩაუყარონ ადგილობრივი ბავშვების სწორ გზაზე დაყენებასა და განვითარებას.
ამის შემდეგ კი პრეზიდენტებმა საჩუქრები გაცვალეს. ხუ იანმა, ფლორენტინოს აჩუქა ნახატი, ხოლო საპასუხოდ კი მან დონ პერესისგან 8 ნომრიანი მადრიდის "რეალის" მაისური მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ციფრი - 8 ძალიან მნიშვნელოვანია ჩინელებისთვის. შეხვედრის ბოლოს, კი ხელი მოეწერა აქტს, რომლის თანახმადაც, "რეალი" დააფინანსებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, საბავშვო სკოლას ქალაქ გუანჯაუში.
- 27 დეკემბერი 2012
- 1 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.