კაკა ბრაზილიას ან ამერიკას აირჩევს
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაკას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს მონაწილეობის მიღება, შესაბამისად მან ლუიშ ფელიპე სკოლარის გული უნდა მოიგოს, ამის გაკეთება კი მხოლოდ კარგი თამაშით შეუძლია. თუმცა, როგორც იცით, მადრიდის "რეალში" ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პრაქტიკულად არ ეძლევა თავის გამოჩენის შანსი. აქედან გამომდინარე, ძნელად სავარაუდო სულაც არ არის, რომ კაკა უახლოეს მომავალში დატოვებს სამეფო კლუბს, არ არის გამორიცხული ეს ზამთრის სატრანსფერო ფანაჯარაზე მოხდეს.
კაკას მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენდა. განსაკუთრებული აქტიურობით "მილანი" და "პსჟ" გამოირჩეოდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თუკი ის "რეალს" დატოვებს, ევროპაში აღარ გააგრძელებს კარიერას, ან სამშობლოში დაბრუნდება, ან ამერიკას მიაშურებს. როგორც ცნობილია, რიკის შეძენით ბრაზილიური "კორინთეანსი" და ამერიკული "ნიუ იორკ რედ ბულსი" ინტერესდება. ახლა ჯერი კაკაზეა, მან უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი...
- 26 დეკემბერი 2012
- 2 744
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.