"მარკა" კასილიასისა და ლოუროს კონფლიქტზე
როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" შიდა სამზარეულოში მთლად რიგზე ყველაფერი ვერ არის. ეს კარგად "მალაგასთან" შეხვედრაში გამოჩნდა, როცა ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტანი, იკერ კასილიასი ყველაზე საჭირო დროს სათადარიგო სკამზე დასვა. ამას შემდგომ მწვავე განცხადებები მოჰყვა სხვადასხვა მხრიდან. ჟურნალისტებს მეტი რა უნდათ და ყოველდღიურად ათას ინფორმაციას ავრცელებენ, ზოგან გაიძახიან იკერის შემცვლელს ეძებენო, ზოგიც, ადანი დაიმკვიდრებს ძირითადში ადგილს და ა.შ. იმაზე კი აღარ შეგაწყენთ თავს, რომ ჟოზესა და იკერს შორს არსებული კონფლიქტით აჭრელებულია წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემების წინა გვერდები.
ყველაფერ ამ "სიკეთეს" "მარკამ" კიდევ ერთი ინფორმაცია დაუმატა. გამოცემიდან იტყობინებიან, რომ იკერსა და "რეალის" მეკარეების მწვრთნელს, სილვინო ლოუროს შორის კონფლიქტია, მეტიც, ირწმუნებიან, რომ ისინი ერთმანეთს ხმასაც არ სცემენ. აგრეთვე, "მარკაში" აცხადებენ, რომ კასილიასსა და ლუროს შორის კონფლიქტი არა "მალაგასთან" შეხვედრში, არამედ ბევრად ადრე, დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო.
რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ეგ კიდევ გასარკვევია, თუმცა "ბლანკოსის" შიდა სამზარეულოში რომ დიდი არეულობაა, ეს ცხადია...
- 26 დეკემბერი 2012
- 3 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.