სოსიედადთან შესაძლოა იგუაინი გამოჩნდეს
მადრიდის "რეალის" ლაზარეთიდან ყოველდღიურად კარგი ამბები მოდის. მოგეხსენებათ, მარსელო ვიეირა დათქმულ დროზე 2-3 კვირით ადრე ახერხებს დაბრუნებას, დღეს კი კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სოსიედადთან მატჩში, რომელიც 11 დღეში გაიმართება, შესაძლოა გონსალო იგუაინი ვიხილოთ...
ცხადია, პიპიტას 90 წუთი მოედანზე ყოფნა სრული აფსურდი იქნება, მაგრამ არგენტინელი მოედანზე შეიძლება 10-15 წუთით გამოვიდეს იმისათვის, რომ სასურველი კონდიციისთვის კიდევ უფრო მეტი ენერგია დახარჯოს.
სავარაუდოდ პიპა 100%-ით ვარჯიშს იანვრის დასაწყისშივე შეძლებს, აქედან გამომდინარე მას მოედანზე გასვლის შანსიც შეიძლება მიეცეს.
ჟოზე მოურინიო მედიკოსთა საბოლოო დასკვნას ელოდება, პორტუგალიელ სპეციალისტს სიტუაციის გამწვავება არ სურს, რადგან გუნდში ისედაც დაძაბული ვითარებაა, კალენდარი კი ურთულესი გახლავთ. თუკი ექიმება ჟოზეს გონსალოს გამოყვანა სოსიედადთან არ ურჩიეს, პორტუგალიელი არცერთ ვარიანტში არ გარისკავს საკუთარი შეგირდის თამაშში ჩართვას, რადგან პიპიტა გუნდს ურთულეს მატჩებში ესაჭიროება, რომელიც სამეფო კლუბს თებერვალ-მარტში მოუწევს.
- 26 დეკემბერი 2012
- 1 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.