ფასდაკლება ბილეთებზე
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 6 იანვრის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ბლანკოსი" და რეალ "სოსიედადი" დაუპირისპირდებიან, მადრიდულ ინჩადას მოედანზე შესვლა ფასდაკლებით შეეძლებათ. პერესის გადაწყვეტილებით ბილეთის ფასები 30-50%-ით დაიწევს...
აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა წინასაახალწლოდ მიიღო და ლა ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩუქარი გაუკეთა.
ბილეთების გაყიდვა რამოდენიმე დღეში დაიწყება, ფასის დაწევის გამო ბერნაბეუ ანშლაგს ელის, მითუმეტეს მეტოქე საკმაოდ პრინციპული გახლავთ, სოსიედადსა და მადრიდს შორის ყოველთვის მწვავე დაპირისპირება მძვინვარებდა.
- 26 დეკემბერი 2012
- 1 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.