ანხელის კოშმარული პირველი წრე

ანხელ დი მარია წლევანდელ სეზონში რომ საუკეთესო ფორმაში არ არის, ამაში დასარწმუნებლად არამარტო მისი თამაშის ყურება, არამედ მის პირად სტატისტიკაზე თვალის გადავლებაც კმარა...

ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ანხელ დი მარია ისე ვერ გამოიყურება წლევანდელ სეზონში, როგორც წინაში. აშკარაა, რომ მან თამაშის ხარისხს უკლო, შესაბამისად ეს მის პირად სტატისტიკაზეც აისახა. გარდა ამისა მისი პოზიცია ძირითად შემადგენლობაში შეირყა. ხშირ შემთხვევაში ჟოზე მოურინიო მარცხენა შემტევად არა არგენტინელს, არამედ ბრწყინვალედ მოასპარეზე კალეხონს აყენებს. ესპანელიც თავის შანსებს იყენებს და გუნდისთვის ანხელზე მეტი სარგებელი მოაქვს. მოდით ორიოდე სიტყვა დი მარიას შარშანდელ და წლევანდელ სტატისტიკაზეც ვთქვათ...

მაშ ასე, გასული სეზონის პირველ წრეში ანხელი რონალდოსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ "მერენგთა" რიგებში. გარდა იმისა, რომ იგი მონაწილეობას თითქმის ყველა საგოლე მომენტში იღებდა, ამავდროულად თავადაც გაჰქონდა. პირველ წრეში მან 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანაც მოახერხა, ანუ ანხელი თავს ყოველ 269 წუთში იჩენდა. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, არგენტინელმა ამ 23 შეხვედრაში ასისტენტობა თანაგუნდელებს 15-ჯერ გაუწია, ანუ საშუალოდ მატჩში 0.6 საგოლე გადაცემა. წელს კი მან მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა მხოლოდ 2 გოლი, ანუ თავს იჩენს ყოველ 550 წუთში. რაც შეეხება საგოლე გადაცემების მაჩვენებლს, ამაში ანხელს კატასტროფული შედეგი აქვს: მატჩში იგი საშუალოდ 0.05 საგოლე გადაცემას აკეთებს...

როგორც ხედავთ, დი მარია ნამდვილად ცუდად გამოიყურება, რაც ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაშიც ნათლად ჩანს. იმედი ვიქონიოთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი მეორე წრეში გაცილებით უკეთესად ათამაშდება....

  • wishmaster
  • 26 დეკემბერი 2012
  • 2 593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)