პელეგრინი:"ეს იყო პირველი და უკანასკნელი"
მანუელ პელეგრინი ყველაფერს დაკარგულად არ მიიჩნევს და მაინც აქვს საკუთარი ფეხბურთელების იმედი განმეორებით შეხვედრაში "ალკორკონის" წინააღმდეგ.
"გუნდის შედეგი წინა შეხვედრაში შოკის მომგვრელი იყო. სიტყვებს ვერ ვპოულობ ბრაზის გადმოსაცემად... განმეორებით მატჩში ყველაფრის გამოსწორების კარგი შანსი გვაქვს, მე ყველაფრის მიუხედავად მეიმედება ჩემი ფეხბურთელების."
"ასეთი რამ აღარასოდეს აღარ განმეორდება... ეს იყო პირველი და უკანასკნელი საშინელი შეხვედრა. "რეალის" შემადგენლობა შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ სახელები და გვარები არ კმარა... მთავარი მონდომება და თავდადებაა მოედანზე."
ხორხე ვალდანომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები მიიწვია და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. ჩილელმა სპეციალისტმა დაამატა:"არ ვაპირებთ იმის დამალვას, რომ ვაპირებთ გუნდის უფრო გაძლიერებას, რადგან ეს საკმარისი არ არის როგორც ჩანს."
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Tribalfoot
- 29 ოქტომბერი 2009
- 3 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.