საახალწლო მილოცვა გულშემატკივრებს
პრეზიდენტი, ჟოზე მოურინიო, პაბლო ლასო, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ფელიპე რეიესი და სეხრიო ლულმა გულშემატკივრებს ბედნიერი უქმეები უსურვეს და "მადრიდის რეალის" ოჯახს საახალწლო მიმართვა გაუგზავნეს.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი , რაც კი ახლავს შობის დღესასწაულს არის ის, რომ ამ უქმეებზე საშუალება გეძლევა შეხვდე შენს სსაყვარელ ხალხს, შენს ოჯახს. ესაა ტრადიცია, რომელიც საერთო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომელიც საერთო მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფერს, რომელ რასას, რომელ კლასს ეკუთვნის ესა თუ ის ხალხი. "მადრიდის რეალი" ერთი დიდი ოჯახია და არც ისაა გამონაკლისი ამ მხრივ. ფლორენტინო პერესი, ჟოზე მოურინიო, პაბლო ლასო, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ფელიპე რეიესი და სერხიო ლული უერთდებიან ამ დღესასწაულს. კლუბის პრეზიდენტმა , საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების მწვრთნელებმა, ორივე გუნდის კაპიტანმა არ დაივიწყეს ის ხალხი, რომლებიც მათ მუდამ გვერდით ედგნენ და საშობაო ნაძვისხესთან იმის გამო მოიყარეს თავი, რომ მათთვის წინასწარ მიელოცათ შობის დღესსწაული. "მხარდაჭერა და გვერდში დგომა არის ის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც ამ კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია"
ძალისხმევა, მონდომება, პროფესიონალიზმი, დაუშრეტელი ძალთა მობილიზება და დაუშრეტელი წამატების სურვილი, ბოლომდე ბრძოლა ნებისმიერ გამოუვალ და რთულ სიტუაციისა და გამოწვევების წინაში არის ის ძირითად ფასეულობები, რომლებიც "მადრიდის რეალს" ახასიათებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და რომელმაც ეს გუნდი 20-ე საუკუნის საუკეთესო კლუბად აქცია. "ყველაზე კარგი მიმდინარე წელს იყო სპორტული წარმატებები, როგორც საკალათბურთო, ასევე საფეხბურთო სფეროში, მაგრამ ამათთან ერთად ასევე ფინანსური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა, რომელსაც კლუბმა მიაღწია ძალზედ მნიშვნელოვანია. მადლობა ყველაფრისთვის "მადრიდი რეალის" მხარდამჭერებს, რომლებიც ამ კლუბისთვის მუდამ იყვნენ და არიან ყველაზე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარნი."
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ვერ დამალა ემოციები და გაიხსენა რამოდენიმე სპეციფიკური მომენტი თვისი პირადი ცხოვრებიდან იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ის მთელი ცხოვრების მანზილზე უზიარებდა თავის სიხარულსა თუ სიძნელეებს: "შობა ის დროა, რომლის გატარებაც აუცილებელია ოჯახის წევრებთან ერთად. ესაა დრო, როელიც მე ასევე გამახსენებს ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს და ესაა დრო, რომელიც გვაფიქრებინებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცუდი და რთული დორება უდგათ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა არც ისე ადვილ სიტუაციაში ვართ ეხლა."
მოურინიომ და ლასომ, რომლებმაც თავიანთი გუნდები მიმდინარე წელს ტიტულებამდე მიიყვანეს განიხილეს წინა წელი: "შობა ის დროა, რომელიც ოჯახთან ერთად უნდ აგაატაროთ, განსაკუთრებით კი ჩემი ოჯახისთვის, მას შემდეგ , რაც ცხრა წელია ოჯახისგან მოშორებით ვცხოვრობთ და შობა ერთადერთი შესაძლებლობაა, როცა ყველანი ერთად ვიკრიბებით."-განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
"შობა მუდამ განსაკუთრებულია. ესაა დრო, რომელსაც ატარებ ოჯახთან ერთად, ნახულობ მეგობრებს. ხანდახან ესაა ერთადერთი საშუალება ნახო მეგობრები, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე და წლების მანძილზეც კი ვერ ნახულობ. ამასთან არსებული სიტუაცია არ გვაძლევს დიდ ხანს დასვენების დროს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შობისა და ახალი წლის დღეები განსაკუთრებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის"-განაცხადა ლასომ.
ეს იყო წელი, რომელში ბევრი იყო სპორტული წარმატებები. ლიგის ტიტული, ლა ლიგის საუკეთესო სეზონი, თუ გადახედავთ ნაჩვენებ შედეგებს და ესპანეთის სუპერ თასი "ბარსელონას" წინააღმდეგ მოგებული. ჟოზე მოურინიო, რომელიც ერთადერთი მწვრთნელია, ვინმაც მოიგო პორტუგალიის, ინგლისის, იტალიის და ესპანეთის ჩემიონეტბი, იცის, რომ გუნდმა უნდა გააგრძელოს ეს სულისკვეთება: "საუკეთესო რამ იყო, მეყურებინა როგორ იზრდებოდნენ ჩემი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები და ამავდროულად მცოდნოდა, რომ მე ფანტასტიკური ოჯახი მყავდა და რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი, რომელიც პორტუგალიაში არიან, სრულიად ჯანმრთელები და ბედნიერები შეხვდებიან ახალ წელს. პროფესიონალური მხრივ, ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა ამ წელს, რაც იყო ის, რომლისთვისაც არ მიმიღწევია ადრე და ეს იყო კლუბისთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი 2012 წელს."
პაბლო ლასოც თავის თავით კმაყოფილია. მისი დანიშვნის შემდეგ საკალათბურთო გუნდს თითქოსდა ახალი სუნთქვა გაეხსნა , რომელმაც გულშემატკივრენს თავი დაამახსოვრა სწრაფი, მიმზიდველი და ძალიან ეფექტური თამაშით და იმ ტიტულებით, რომლებიც მათ მოიგეს: "2012 წლის ყველაზე კარგი ამბავი იყო, რა თქმა უნდა , იმ ორი ტიტულის მოგება , რომელიც ჩვენს ხელშია, ესპანეთის თასი და სუპერ თასი. ამავდროულად ყველაზე მნიშნელოვანი ამბავი , ჩემი აზრით, არის ის, რომ გუნდი შედგა, გულშემატკივრებთან კავშირიც დამყარებულია, რაზეც იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და იმედი მაქვს, გუნდი გააგრძელებს ანალოგიური თამასის ჩვენებას."
კასილასი და რეიესი თავიანთი გუნდების კაპიტნები არიან. ისინი კლუბში დიდი ხნის მანძილზე არიან, ხოლო 2012 წელს კი მათ ბრწყინვალე გამოცდილება მიიღე: რეკორდმოხსნილი ლიგა "მადრიდის რეალის" გოლკიპერისთვის: "ყველაფერზე მეტად, მე მახსოვს ლიგის ტიტული, რომელიც ამდენი წლის მერე ძალზედ ძნელად მოსაგები აღმოჩნდა. ესაა ის , რაც უნდა გავაგრძელოთ და კვლავ მოვიგოთ რთული და ძლიერი ჩემპონატი , რომლის მანძილზეც ბევრ რეკორდი იქნა დამსხვრეული და ბევრი კარგი დრო გავატარეთ., მაგალითისთვის ისეთი, როგორიცაა "კამპ ნოუზე" მოგება ტურნირის ბილომდე ოთხი, თუ ხუთი ტურით ადრე, რითაც გადავწვიტეთ ჩემპიონის ვინაობა."- აცხადებს საფეხბურთო გუნდის კაპიტანი. "პროფესიონალური მხრივ, ეს კარგი წელი იყო, ვინაიდან ორი ტიტული მოვიგეთ. პირველი იყო ესპანეთის თასი. ამის მოსაგებად დიდი ხნის მანძილზე ვიბრძოდით , მაგრამ ყოველთვის ფინალში გვაკლდებოდა რააც და ეს იყო განსაკუთრებული და დიდებული მომენტი გვეზეიმა ეს ტიტული ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ჯერ ბარსელონაში, ხოლო შემდეგ კი მადრიდში. მეორე ტიტული იყო ესპანეთის სუპერ თასი, განსაკუტრებული ტიტული ჩვენთვის, ვინაიდან იყო პირველი ყველა ჩვენგანისთვის და ამან ძალიან გაგავახარა" - განაცხადა საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა.
რამოსი და ლული კლუბს ძალიან ახალგაზრდები შეუერთდნენ, ორივე მათგანი აქ გადმოსვლისას 19 წლისანი იყვნენ და ისინი წლების მანძილზე აქ იზრდებოდნენ და გახდნენ მისაბაძი მაგალითბი თანაგუნდელებისთვის. "შობა ბედნიერების და კარგად ყოფნის მიზეზია ოჯახის ყველა წევრისთვის და მეც უმეტესი დასვენების დღეების მანძილზე ვაპირებ მეგობრების, მშობლების, ძმების და დების მონახულებას. ესაა დრო ერთად ყოფნისთვის და ბედნიერებისთვის."- განაცხადა "სევილიას" ყოფილმა ფეხბურთელმა.
- 23 დეკემბერი 2012
- 3 294
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.