გრანერო: "სიკვდილამდე პელეგრინისთან"
ესტებან გრანერომ რომელიც არც თუ ურიგოდ გამოიყურება მიმდინარე სეზონში კომენტარი გააკეთა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
ესტებან გრანერო უკმაყოფილოა შექმნილი მდგომარეობით, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. "კანტერანომ" ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდი ბოლომდე მხარს დაუჭერს მანუელ პელეგრინის.
"რასაც ამჟამად ჩილელი სპეციალისტი განიცდის ეს ნამდვილი კოშმარია. ის უდიდესი კრიტიკისა და სტრესის ქვეშ მოექცა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვსურს."
"ალკოკორნთან შეხვედრაში წარმოიშვა კონფლიქტი გუტისა და მანუელს შორის, რაც ჩვენ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. თუ ვინმეს გულში ბრაზი აქვს შეუძლია ეს მოედნის მიღმა გამოხატოს. რაც მე ამ გუნდში ვარ არსოდეს მინახავს მსგავსი ფაქტი. ჩვენ სიკვდილამდე პელეგრინისთან ვიქნებით."
"ჩემი აზრით საგანგაშო არაფერია და მომავალ შეხვედრებში სრულიად სხვა რეალს იხილავთ. ჩვენ არცერთი წუთით არ ვწყვეტთ მუშაობას." - განაცხადა ესტებან გრანერომ.
by: aqilevs
- 29 ოქტომბერი 2009
- 2 165
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.