შეხვედრა გულშემატკივრებთან მალაგაში
ფლორენტინო პერესი დაესწრო ცერემონიას, სადაც "მადრიდის რეალის" 150-ზე მეტი გულშემატკივარი იყო.
შეხვედრა დაიწყო "მადრიდის რეალის" ისტორიაში საუკეთესო და ბრწყინვალე გოლებით და დასრულდა წინა სეზონში მოგებული ტიტულთან დაკავშირებით გადაღებული სურათებით, რომელსაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი ოვაცია მოყვა. მომდევნო ვიდეოში პირველი გუნდის ფეხბურთელები და გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მათ მიერ გაწეული და მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო.
ამის შემდეგ ედუარდო ფერნანდეს დე ბლასი წარსდგა საზოგადოების წინაშე: "თქვენი სიძლიერე და ფუნდამენტალური თვისება არის ის, რომ "მადრიდის რეალი" მუდამ განაგრძობს განვითარებას და წინსვლას. ყველა ჩვენგანმა იცის, თუ რას ნიშნავს "მადრიდის რეალის" ოჯახის წევრობა . თქვენი სიძლიერე არის "მადრიდის რეალის" მთელი ოჯახის იმედების გამართლება და მათი ტარება." კლუბის მეორე ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა სპორტულ პროექტებზე: "დღეს, ჩვენი გუნდი კვლავ იმ სიტუაციაში, როცა გუნდს მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჭირდება და იმ სიტუაციაშია, რომელშიც არ უნდა იყოს. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხელში, მან კვლავ აღიდგინა ის ძალა , ის სახელი , რომელსაც ის იმსახურებს. მას აქვს ამოუწურავი პოტენციალი წარმატების მისაღწევად ყველა ჩემპიონატში, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ."
ბოლოს დე ბლასი შეეხო ახალ პროექტებს: "ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორები მოვიწვიეთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ქალაქ მადრიდის და მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ნამდვილ სახეს". ამის შემდეგ ნაჩვენებ იქნება ვიდეო, რომელიც ეხებოდა კლუბის ისტორიაში ემოციურ კადრებს. ბოლოს დადგა გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასურველი მომენტი, როცა მათ მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ კლუბის პრეზიდენტს და გადაეღოთ მასთან სურათები.
- 22 დეკემბერი 2012
- 1 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.