მოურინიოს პრეს-კონფერენცია
ჟოზე მოურინიო "მალაგასთან" შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მადრიდის რეალი" წელს იანვრის სატრანსფერო ბაარზე არავის ყიდვას არ აპირებს და კაკაც არ აპირებს გუნდის დატოვებას.
ისუაბრა რა თავის დამოკიდებულებაზე პრესასთან, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გაბრაზებულმა უპასუხა კითხვას რაფაელ ბენისტესთან დაკავშირებით, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ შეიძლება მომავალში "მადრიდის რეალის" მწვრთნელი შეიძლება გახდეს საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ.
რაფა ბენიტესი და "მადრიდის რეალი": "არ ვიცი ვინ სად მიდის და როდის. სიმართლე გითხრათ, არც კი მაინტერესებს, მაგრამ როგორც "ჩელსის" გულშემატკივარს, იმედი მაქვს ის "მადრიდის რეალზე" არ ფიქრობდა, როცა "კორინთიასს" ეთამაშებოდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში და რომელშიც დამარცხდა."
"მალაგას" ევროპის საფეხბურთო ტურნირებიდან მოკვეთასთან დაკავშირებით: "ჩემი საქმე არაა ამ გადაწყვეტილების კომენტირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება და ისინი შეძლებენ თავიანთი მაღალი კლასის ჩვენებას ევროპისთვის. თუ შენ ამ ყველაფერს იგებ მოედანზე, ძალზედ სამარცხვინოა, როცა ამ უფლებას არასაფეხბურთო მიზეზების გამო გართმევენ."
სეზონის შეჯამება: "ჩვენ , როგორც ერთი ჯგუფი ვმუშაობთ, მაგრამ შემადგენლობის თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია თავისი მოტივაციითაც მოგვადგეს ორშაბათს სამუშაოდ მზად. ჯგუფურად მუშაობის შედეგად ვეხმარებით ერთმანეთს , რომ განვვითარდეთ. ბევრ რამეში გვესაჭიროება გაძლიერება და გაუმჯობესება. მე მოგებების უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე დამარცხების. ეს ჩემი მე-400 მატჩი იქნება უმაღლეს დივიზიონში და მხოლოდ და მხოლოდ მათგან 10% ნაქ წაგებული.
დანაშაული: "არსებული სიტუაცია იმ ხალხის თავს ხდება , ვინმაც მოიგო ეს ლიგა წინა წელს. თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურება იყო, მაშინ მათი დანაშაულია ეს სიტუაცია. თუ წინა გამარჯვება მარტო მწვრთნელების დამსახურებაა, ე.ი. დღევანდელი სიტუაცია მწვრთნელების დანაშაულია. თუ ლა ლიგის ტიტული ჯგუფურად მოვიგეთ, ე.ი. ყველა ჩვენგანი დამნაშავეა."
მომდევნო თვეების ძირითადი მიზნები: "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა ვიპოვოთ გზა, რომ მოვახერხოთ განსხვავებულ გუნდებს შორის ვარირება. ესაა ის, რაზეც უნდა ვიმუშაოთ."
სატრანსფერო ფანჯარა: "არ ველი, რომ რამე შენაძენს გავაკეთებ ამ იანვარს. არ ვფიქრობ, რომ კაკა დაგვტოვებს. თუ ის დარჩება, ეს გუნდს ძალიან წაადგება."
ლიგის სეზონის გამო დასვენება: "ეს არ დაგვეხმარება ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენი ქულით ვართ უკან. ერთადერთი გადაწყვეტა არის , რომ თითოეული თამაში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და არა ავირჩიოთ და ვითამაშოთ ესა თუ ის ჩემპიონატი. ყველაფერი უნდა გავიღოთ თითოეულ თამაშში და ბევრი ვიმუშაოთ, როგორც ერთმა გუნდმა. უნდა ვეცადოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმ ფეხბურთელების დასაბრუნებლად, რომლებიც გარეთ არიან, ფეხბურთელების, რომლებზეც არ გვილაპარაკია ამ ძნელი პერიოდის მანძილზე. როცა ისინი დაბრუნდებიან, გაუმჯობესების საშუალება გვექნება. ამის შემდეგ, სეზონის ბოლოს, შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და რა არის დადებითი და რა უარყოფითი."
2012-ის შეჯამება: "ეს ადვილია: ლიგაში კარგად გამოვიყურებოდით და მოვიგეთ ეს ტიტული. ასევე მოვიგეთ სუპერთასი, რაც არც ისე დიდი გათამაშებაა, მაგრამ მას ჩვენს უდიდეს მეტოქესთან ბრძოლაში დავესაკუთრეთ."
ფაბიო კოენტრაუ: "ის ტრავმირებულია. როცა თამაშობს, კარგად გამოიყურება. ის უფრო და უფრო უკეთესად გამოიყურება. ამის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და იმაზე მეტი დრო დასჭირდება დაბრუნებისთვის, ვიდრე ამას მოველოდით."
წერილი ტიტო ვილიანოვას: "არ ვაპირებ იმაზე საჯაროდ ლაპარაკს, რაც ჩემი პირადია. თუ მე მას ველაპარაკე ან გავუგზავნე შეტყობინება , ეს პირადი საკითხია. თუ კოლეგას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყველანი მის გვერდით ვართ. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ტიტოს, მის ოჯახს და ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს."
ნაჩოს არჩევა: "ჩვენ ხუთი მცველი გვყავს, ოთხი ითამაშებს, ანუ ერთი სათადარიგოთა სკამზე დაჯდება."
- 21 დეკემბერი 2012
- 3 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.